თბილისში ხვალიდან გამოიდარებს

  • 12 ივლისი 2013, 10:09
  • 200

თბილისში დღეს კვლავ იწვიმებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ღრუბლიანი ამინდი მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდება, საღამოს საათებში კი მოსალოდნელია წვიმა. ტემპერატურა საქართველოს დედაქალაქში 29 გრადუსამდე დათბება. 

ნალექიანი ამინდია დღეს მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას კი, სინოპტიკოსები უკვე ხვალიდან ვარაუდობენ. ტემპერატურა ხვალ 30-32 გრადუსამდე დათბება. 

სხვა სიახლეები