კუკავა ხელისუფლებისგან ირანისადმი ნეიტრალობას მოითხოვს

  • თებ 17 13:22
  • 415

კუკავას პარტია მოითხოვს, რომ საქართველომ ირანის საკითხთან დაკავშირებით, ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი კომპიუტერულ თამაშად მოეჩვენება.

ამასთა, კუკავა აცხადებს, რომ საფრთხე არსებობს როგორც ირანისგან, ისე  რუსეთიდან.

„ამ ვითრებაში არაოფიციალურ დონეზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომის დაწყების შემთხვევაში აშშ-ს სამხედრო ძალებმა შესაძლოა საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ. ამ ფონზე შემაშფოთებელი განცახდება გააკეთა საქართველოს მთავრობის რამდენიმე წევრმა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავას მიერთებას ანტიირანულ სანქციებთან“, - თქვა კუკავამ და ბარამიძის ამ განცხადებაზე ხელისუფლებისგან პასუხი მოითხოვა.

კუკავა იმასაც კი აცხადებს, რომ თუ საქართველო ირანთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას ღიად არ დააფიქსირებს, „თავისუფალი საქართველო“ ქვეყნის გადასარჩენად მასშტაბურ კამპანიას დაიწყებს.

სხვა სიახლეები