ამერიკელები ალცაიმერის დაავადების დამარცხებისთვის ემზადებიან

  • 15 თებერვალი 2012, 23:57
  • 2031

ალცაიმერი იგივე გაფანტული სკლეროზია. დაავადების გამოსაკვლევად ობამას ადმინისტრაციამ სამეცნიერო დაწესებულებებს 50 მილიონი დოლარი გადასცა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი თანხა სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ექიმი ფრანცის კოლინზი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, აღნიშნავს, რომ დამატებითი თანხა სამეცნიერო კვლევებს მეტ სტიმულს მისცემს. "შედეგთან ბევრად უფრო ახლოს ვართ, ვიდრე როდესმე," - ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც ალცაიმერი აღმოაჩინეს, თითქმის საუკუნე გავიდა. მედიკოსებისთვის დაავადება დიდი ხნის მანძილზე მისტიურ ხასიათს ატარებდა. არც გამომწვევი მიზეზი იცოდნენ და არც მისი მკურნალობის გზები. რეალობა იცვლება. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ კვლევების შემდგომი ხელშეწყობის შემთხვევაში ალცაიმერის დამარცხება მალე გახდება შესაძლებელი.
ცნობილია, რომ აღნიშნული დაავდება ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს ჰქონდა. 

ალცაიმერით დღესდღეობით ამერიკაში ხუთ მილიონზე მეტი ამერიკელია დაავადებული.

სხვა სიახლეები