თინა ხიდაშელი

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი

ევროსაბჭოში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია რუსეთის შენიშვნების გაუთვალისწინებლად მიიღეს

აპრ 10 12:03

ევროსაბჭოს წევრებმა რეზოლუცია ხმათა დიდი უპიტარესობით დაამტკიცეს და დოკუმენტში რუსეთის დელეგაციის შენიშვნები არ მიიღეს.

„საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თავად აკეთებენ არჩევანს და რუსეთი ამ არჩევანის ნაწილი არ არის“

აპრ 09 19:08

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ევროსაბჭოში რუსეთის წინააღმდეგ განცხადებით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას ხიდაშელმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა თავად აკეთებენ არჩევანს, რომლის ნაწილიც რუსეთი არ არის.

ხიდაშელი შს მინისტრს ურჩევს, დესტაბილაციის საფრთხეზე ლაპარაკის ნაცვლად იმოქმედოს

აპრ 09 13:44

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საქართველოში დესტაბილიზაციის საშიშროებას ვერ ხედავს და შს მინისტრს ურჩევს, მსგავსი სახის განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

ხიდაშელი უცხოეთში ოფიციალური ვიზიტებით გადაიღალა

აპრ 09 12:08

დილით რომ ვიღვიძებ ღმერთო სად ვარ თქო ჩემს თავს ვეკითხები, - წერს უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი: ევროსაბჭოში უკრაინის თემასთან დაკავშირებით ყველა ერთსულოვანია

აპრ 09 10:40

"ნებისმიერ დელაგაციას აქვს ზუსტად ისეთივე პოზიცია როგორიც ჩვენ ან თავად უკრაინელებს"

თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან საქართველოსთვის დაწესებული სანქციის გაუქმება მოითხოვა

აპრ 07 17:34

როგორც ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გასული წლის ნოემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სანქციის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელი და გაუგებარი იყო.

ხიდაშელი არც პროკურატურის და არც სასჯელაღსრულების სამინისტროს მუშაობით არაა კმაყოფილი

მარ 31 14:52

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პრობლემები არსებობს პენიტენციალურ სისტემაში და პროკურატურაშიც ბევრი გამოუძიებელი საქმეა.

ხიდაშელი: ხელისუფლების ინტერესებშია ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება უსწრაფესად მოხდეს

მარ 31 13:16

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, დეპუტატ წიკლაურზე თავდასხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელზე პასუხისმგებელი პირებიც აუცილებლად უნდა დადგინდნენ.

ხიდაშელი: ღარიბაშვილი საკუთარ ინიციატივაში ოჯახს კი არა, ქორწინებას გულისხმობდა

მარ 29 15:12

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი პრემიერმინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ ინიციატივაში ოჯახს კი არა, ქორწინებას გულისხმობდა.

„მე ვისურვებდი, რომ კაცი, რომელიც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტად მუშაობდა, ცოტა უფრო ადეკვატური იყოს“

მარ 28 16:19

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხების მიზეზი არა სამუშაო ადგილების ნაკლებობა, არამედ დანაშაულები იყო.

ხიდაშელი: თუ სააკაშვილი დაკითხვაზე ისევ უარს იტყვის, პროკურატურა კანონის მიხედვით ილაპარაკებს

მარ 28 11:24

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მის დისტანციურად დაკითხვასთან დაკავშირებით უარის თქმისთვის არგუმენტი არ უნდა ჰქონდეს.

ხიდაშელმა ევროპის საბჭოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება მოსთხოვა

მარ 11 19:53

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალური ფრაქციის ALDE–ს ვიცეპრეზიდენტმა თინათინ ხიდაშელმა სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტზე რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება მოითხოვა.

ხიდაშელი: ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, რის გამოც პუტინთან შეხვედრაზე უარი უნდა ვთქვათ

მარ 03 15:41

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის აზრით, რუსეთის პრეზიდენტს არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პრემიერი უნდა შეხვდეს.

ხიდაშელი დიდი და ძლიერი სახელმწიფოსგან მოქმედებას ელოდება

მარ 01 22:05

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეშფოთების ფაზა გავლილია და მოქმედების დროა.

ხიდაშელი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს

თებ 27 15:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი 22 თებერვალს მცხეთის სამთავროს მონასტერში, ბერი გაბრიელის საფლავის გახსნას არ დასწრებია

ხიდაშელი - უკრაინელი ხალხის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს

თებ 19 11:29

ხიდაშელის თქმით, სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, სწორედ იანუკოვიჩის მსგავსი ქმდებების გამოა ხელისუფლების გარეთ დარჩენილი.

ხიდაშელი - ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი

იან 30 13:56

თინა ხიდაშელი გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

ხიდაშელი: ჩემთვის ეს ვიდეომასალა მოულოდნელობა არ ყოფილა

იან 29 22:35

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას ეხმაურება.

ხიდაშელი: ესენი მთლად გვამებს ითხოვდნენ თურმე ჩართულ კამერაზე

იან 29 22:33

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, ცოტა ხნის წინ, გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას „ფეისბუქში“ ეხმაურება.

ჩანაწერები ვერ მოიძებნა
მეტი სიახლე
პერსონის შესახებ

სამართალმცოდნე

სამეცნიერო სტატიებისა და წიგნების – „საერთაშორისო ორგანიზაციები“ (1994), „რას ამბობს სისიხლის სამართლის კანონები მესამე სექტორის შესახებ“ – ავტორი.
მეუღლე- დავით უსუფაშვილი, შვილები: ალექსანდრე და გიორგი.

ბიოგრაფია
  • 2010 - 2012

    თბილისის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ ქონების მართვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი.

  • 2009 - 2012

    დედაქალაქის საქმეთა მდივანი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია.

  • 2005 - 2012

    საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატი, გაეროს განვითარების პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია, წამების პრევენციის ასოციაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვ.)

  • 2005 - 2009

    საერთაშორისო მდივანი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია.

  • 2004 - 2005

    მმართველი საბჭოს თავმჯდომარე "ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო".

  • 2002 - 2004

    სახელმწიფო ანტიკორუფციული საბჭოს წევრი.

  • 2000 - 2004

    დირექტორი კანონის უზენაესობის პროგრამა.

  • 1997 - 1999

    დირექტორი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი.

  • 1997 - 2000

    მასწავლებელი ჰავაის ამერიკული ინსტიტუტის, თბილისის ინსტიტუტი.

  • 1996 - 1997

    იურისტ-ექსპერტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

  • 1996

    საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (ბუდაპეშტი)

  • 1996

    საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

  • 1996

    ვაშინგტონის სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა.

  • 1994 - 1995

    უფროსი სპეციალისტი საქართველოს პარლამენტში.

  • 1990 - 1995

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

  • 1973

    დაიბადა 8 ივნისს, ქ. თბილისში.