Amnesty International საქართველოს, გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

ნოე 28 11:37

ავტორიტეტული უფლებადამცავი ორგანიზაცია, მოუწოდებს ქართველ ხელისუფლების პირებს გამოიძიონ გლდანის საპყრობილეში მომხდარი წამების შესაძლო ფაქტები.

სასჯელაღსრულების სისტემაში გახსნილი „გონივრული მიღებისა და განთავსების“ პირველი განყოფილება ე.წ. „ფუქსებს“ და „კარანტინს“ აუქმებს

ნოე 28 11:19

უწყება სისტემაში ახლად შემოსახლებული პატიმრის მიღებისა და მის საჭიროებებზე რეაგირების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

N15 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

ნოე 26 11:45

სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 13.08.1983 დაბადებული მსჯავრდებული ა. ჭ. ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.

პატიმრის შვილი: არ მპასუხობს ტელეფონზე არც ბათუმის სოციალი, არც სახალხო დამცველი, არ ვიცი მამაჩემი როგორ და სად არის

ნოე 23 19:01

ბათუმის მესამე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვახტანგ დემეტრაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობელებმა სასჯელარსრულების სამინისტროსთან აქცია, კიდევ ერთხელ, გამართეს.

პატიმრის შვილი: არანაირი ქურდული ტრადიციების მატარებლები ეგ ბიჭები არ არიან, უბრალოდ ესე კლავენ ცემით

ნოე 23 12:43

ოთხი პატიმრიდან ერთ-ერთის ოჯახის წევრებმა, რომლებსაც სასჯელარსრულების სამინისტრო ქურდული ტრადიციების გავლენის სფეროს გაფართოებაში ადანაშაულებს , სამინისტროს შენობასთან გვიან ღამით აქცია გამართეს .ისინი პატიმრების თბილისში გადმოყვანას მოითხოვენ.

კოჟორიძე: თუ ქურდულ ტრადიციებს ასეთი გავლენა აქვთ, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე

ნოე 23 12:11

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს სასჯელარსრულების სამინისტროს განცხადება კითხვებს უჩენს.

სახალხო დამცველი პრობაციის სამინისტროს ბათუმის მესამე დაწესებულებაში პრობლემების აღმოფხვრას მოუწოდებს

ნოე 23 11:27

ომბუდსმენის რწმუნებული ადგილზე იმყოფებოდა, სადაც შეხვდა და ახსნა-განმარტება ჩამოართვა რამდენიმე პატიმარს.

„ქურდული ტრადიციების მატარებელმა მსჯავრდებულებმა სცადეს, შეექმნათ ილუზია, თითქოს მათი უფლებები უხეშად ირღვევა"

ნოე 22 19:45

ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„თითზე ხორცი აქვს ამოჭმული საკუთარი კბილებით" - პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

ნოე 22 16:21

ბათუმის ციხეში 25 წლის პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ის გლდანის #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

კახიშვილი: ეჭვმიტანილები დაისჯებიან, თუ პროკურატურა მათ ბრალეულობას დაადგენს და სასამართლო ამ არგუმენტებს გაითვალისწინებს

ნოე 21 10:27

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე ყველა პირი პასუხს მთელი სიმკაცრით აგებს. აღნიშნული განცხადება კახიშვილმა სახალხო დამცველის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.

პატიმრების შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამინისტრომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაუგზავნა

ნოე 20 16:15

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა განაცხადა.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტში თქვეს, რომ პატიმრები მთვრალები და აგრესიულები იყვნენ და ჯაჭვებით ამიტომ გადავაბით ერთმანეთსო“

ნოე 20 14:32

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტში თქვეს, რომ პატიმრები მთვრალები და აგრესიულები იყვნენ და ჯაჭვებით ამიტომ გადავაბით ერთმანეთსო“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.

"სასურველი იქნებოდა, სახალხო დამცველის აპარატს დროულად უზრუნველეყო სამინისტროს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ"

ნოე 19 18:29

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პატიმრების წამების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

„სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას მოკლებულია"

ნოე 19 17:28

სახალხო დამცველის განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტროში უპასუხეს. კომენტარი მინისტრის მოადგილემ კახი კახიშვილმა გააკეთა.

აშშ-ს მთავრობამ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას 1 მილიონი დოლარი გამოუყო

ნოე 18 12:46

გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების მოადგილეებს, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს, ერიკ რუბინს და დემოკრატიის, ადამინის უფლებათა და შრომის ბიუროს ხელმძღვანელს თომას მელიას შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილის აშშ-ში ვიზიტი დაიწყო

ნოე 17 13:29

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტსა და იუსტიციის დეპარტამენტში, ასევე კონგრესსა და სენატში.

კახიშვილი: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია წარმატებული რეფორმის შედეგია

ნოე 15 18:00

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ სფეროში არსებული საქმეები დახურულად გამოაცხადა.

ევროსასამართლო საქართველოს წინააღმდეგ მსჯავრდებულების განცხადებებს აღარ განიხილავს

ნოე 15 11:56

გადაწყვეტილება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალიდან ელექტროშოკი ამოიღო

ნოე 13 13:49

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღარ გაუკეთებს ინიცირებას საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით პატიმრობის კოდექსში, სპეციალური საშუალებების ჩამონათვალში ელექტროშოკიც უნდა შესულიყო.

პოლონელი დეპუტატი: ყოველ ჩამოსვალზე ვრწმუნდები, საქართველო უფრო და უფრო სცილდება ევროპულ სტანდარტებს

ნოე 12 19:01

რამდენიმე წუთის წინ გიგი უგულავასთან საპატიმროში მყოფი პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი საპატიმროდან გამოვიდა. მავგოჟა ტაკოშევსკას განცხადებით, ვითარება რომელშიც უგულავა იმყოფება შორს არის ცივილური ქვეყნისგან.

ჩანაწერები ვერ მოიძებნა
მეტი სიახლე