სპორტის მინისტრი თემურ ქეცბაიასთვის ხელფასის გაცემაზე უარს განმარტავს

თებ 04 14:38

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა წერილი ფეხბურთის ფედერაციაში გააგზავნა.

ფედერაციის პრესსამსახური: არ ვიცით, მინა ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიით გაიბზარა თუ მძიმე საგნით"

26 ივნისი 2013, 17:38

ფეხბურთის ფედერაციის შენობის მესამე სართულზე, ფანჯრის ორმაგი მინის გაბზარვის კონკრეტულ მიზეზს ფედერაციის პრესსამსახურში, კრიმინალური პოლიციის მიერ დასკვნის დადებამდე, ვერ ასახელებენ.

ზვიად სიჭინავა: ვერ წარმომიდგენია ეროვნული ჩემპიონატი "დინამოსა" და "ტორპედოს" გარეშე

06 ივნისი 2013, 15:23

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსგან დახმარების შემთხვევაში ყველა კლუბი ერთნაირ სასტარტო პირობებში უნდა იყოს.

რვა საფეხბურთო კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

06 ივნისი 2013, 11:03

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში რვა კლუბის გარეშე ჩატარდება, თუ მათი მოთხოვნა სამართლიანობის პრინციპის აღდგენის შესახებ არ შესრულდება.

გრიგორი სურკისი: იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობა ფედერაციის საქმიანობაში არ ჩაერევა

03 დეკემბერი 2012, 18:01

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, გრიგორი სურკისის თბილისში ჩამოსვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუ ამ ხმებს დავუჯერებთ, უეფას მაღალჩინოსნის ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ფეხბურთის ფედერაციაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების დაჩქარება გახდა.

კახა გეწაძე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დააკავეს

29 ნოემბერი 2012, 19:47

პროკურატურის ცნობით, საქმე აღძრულია სხვისი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურების ბრალდებით.

სიჭინავა: ჩავიხედე სინდისში და ვრჩები თანამდებობაზე

08 ნოემბერი 2012, 19:30

„მინისტრმა მითხრა, რომ ჩამეხედა სინდისში და დამენიშნა რიგგარეშე არჩევნები. ჩავიხედე სინდისში და ვრჩები თანამდებობაზე.“ - აცხადებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

მერაბ ჟორდანიამ ”დინამოზე” ძველი მფლობელობის პრეტენზია გააჟღერა

24 ოქტომბერი 2012, 16:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კლუბის ყოფილ მფლობელებთან შეხვედრა გამართა, 24 ოქტომბერს კი ოფიციალური განცხადებაც გააკეთა.

უმაღლეს ლიგაში არაფერი შეიცვლება

31 ივლისი 2012, 19:03

საქართველოს თორმეტივე საფეხბურთო კლუბმა საწევრო 60 ათასი ლარი 31 ივლისს, ხუთ საათამდე გადაიხადა, შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში ცვლილებები არ მოხდება.

"ზესტაფონის" დახმარების იდეა ფანკლუბს არ ეკუთვნის

31 ივლისი 2012, 15:36

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" საწევროს გადასახდელად ფულს ფანკლუბი არ უგროვებს. როგორც ფანკლუბის პრეზიდენტი კოტე ბოჭორიშვილი ამბობს, არც ის იცის, ვის ეკუთვნის ფულის შეგროვების ინიციატივა.

"ზესტაფონს" ფულის შეგროვებაში გულშემატკივრები ეხმარებიან

31 ივლისი 2012, 12:32

ეროვნული ჩემპიონატის საწევროს ფედერაციაში გადარიცხვის ბოლო ვადა, დღეს, ექვს საათზე იწურება.

უმაღლესი ლიგის შეხვედრაზე გასული წლის ხარვეზები გამოასწორეს

30 ივლისი 2012, 16:30

საფეხბურთო კლუბების შეხვედრაზე დღეს 145 გვერდიანი დებულება მიიღეს, რომელშიც გასული წლის ხარვეზების შესწორებები შეიტანეს. შეხვედრას თორმეტივე კლუბის ხელმძღვანელი დაესწრო.

"ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან ვარდება

30 ივლისი 2012, 15:33

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, წინა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება საწევროს დედლაინთან დაკავშირებით, ძალაშია. საწევროს არგადახდის შემთხვევაში, მოქმედ ჩემპიონს „ზესტაფონს“ „გურია“, „სპარტაკი“ ან „გაგრა ჩაანაცვლებს.

"ზესტაფონი" ჩემპიონატისთვის ემზადება

30 ივლისი 2012, 11:05

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" ჩემპიონატის საწევროს დედლაინამდე, პირველ აგვისტომდე, ვერ იხდის, კლუბის ფეხბურთელებმა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს.

„ზესტაფონის“ ბედი დღეს გადაწყდება

30 ივლისი 2012, 09:55

საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები დღეს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეებთან დაკავშირებით შეთანხმდებიან. დღეს გადაწყდება ჩემპიონატში მოქმედი ჩემპიონის "ზესტაფონის" მონაწილეობის საკითხიც.

"ზესტაფონი" ფეხბურთის ფედერაციას გაუნაწყენდა

27 ივლისი 2012, 18:56

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე კლუბ "ზესტაფონის" წერილი გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ კლუბი ეროვნული ჩემპიონატის საწევროს, 60 ათასი ლარის გადახდას ვერ ახერხებს.

სუპერთასი თბილისში და ევრო 2020-ის პერსპექტივა

01 ივლისი 2012, 15:32

ევრო 2012-ის ფინალურ მატჩამდე კიევმა უეფას მორიგ აღმასკომს უმასპინძლა. ზოგისთვის ეს აღმასკომი რიგითი გახლდათ, ზოგისთვის კი ისტორიული. ამ აღმასკომზე გადაწყდა, რომ 2014 წელს ევროპის სუპერთასს კარდიფის “მილუნიუმის” სტადიონი უმასპინძლებს, 2015 წელს კი ეს პრესტიჟული მატჩი თბილისში “მიხეილ მესხზე” გაიმართება. მთელი ევროპისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ქართველთათვის კი უეფამ აშკარად ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.

2015 წელს თბილისი უეფას სუპერთასს უმასპინძლებს!

30 ივნისი 2012, 14:31

უეფას გენერალური მდივნის ჯანი ინფანტინოს განცხადებით 2015 წლის 12 აგვისტოს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უეფას სუპერთასს უმასპინძლებს!

ფიფამ აფხაზები უარით გაისტუმრა

14 ივნისი 2012, 11:39

ფედერაციამ აფხაზეთის საერთაშორისო მატჩების ორგანიზებასთან დაკავშირებული სურვილი უკანონოდ მიიჩნია.

ფედერაციამ საჩემპიონატო თავის ტკივილი მოიშორა

05 ივნისი 2012, 20:55

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 21-ე საანგარიში ყრილობამ, რომელსაც, წესით, ორდინალურად უნდა ჩაევლო, ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში მოესმინა და ბიუჯეტი დაემტკიცებინა, უსიურპრიზოდ არ ჩაუვლია.

ჩანაწერები ვერ მოიძებნა
მეტი სიახლე