ქართული ოცნება

"საპრეზიდენტო კანდიდატები კოალიციის გადასაწყვეტია და არა "ქართული ოცნების""

მაი 08 15:18

ირინა იმერლიშვილის განცხადებით,ეს იყო პარტიული შეკრება და საპრეზიდენტო კანდიდატების არჩვა არ არის პარტიის გადასაწყვეტი.

კოალიცია პრეზიდენტობის ხუთზე მეტ კანდიდატურაზე მსჯელობს

მაი 08 12:50

„„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ყველაზე ღირსეული, განათლებული, სუფთა წარსულის მქონე", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.

ხვალ, ნაძალადევს საარჩევნო სარეკლამო ბუკლეტებისა და პლაკატებისგან დაასუფთავებენ

აპრ 29 21:21

ნაძალადევის რაიონში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ კორძაიას ინიციატივით, ხვალ, დასუფთავების აქცია გაიმართება.

ბაღდათში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია

აპრ 27 15:11

"ქართული ოცნების" ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კიკნაველიძემ ხმა სოფელ დიმში, კულტურის სახლის შენობაში გახსნილ ნომერ 13 საარჩევნო უბანზე მისცა.

"არსებობს იმის ალბათობა, რომ დავითაშვილი უმრავლესობის რიგებიდან გაირიცხოს"

აპრ 27 13:00

დავითაშვილის საკითხს პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. როგორც დავით ფაცაციამ განაცხადა, სხდომა ორშაბათს გაიმართება.

დავით ფაცაცია: 26 მაისს ძალის დემონსტრირება არ გვჭირდება

აპრ 27 12:53

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის დავით ფაცაციას განცხადებით, 26 მაისი ზეიმი იქნება და ძალების დემონსტრირება საჭირო არ არის.

თამარ კორძაიას პოლიტპატიმრები უჭერენ მხარს

აპრ 19 11:49

კოალიცია "ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ კორძაიას მხარდასაჭერად კოალიციის ოფისში შვიდი პოლიტპატიმარი მივიდა.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა კანდიდატურა კორძაიას სასარგებლოდ მოხსნა

აპრ 18 11:45

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზურაბ ქადაგიძემ შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატურა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ თამარ კორძაიას სასარგებლოდ მოხსნა.

ბიძინა ივანიშვილი კოალიციაში ოპონენტი ძალის წარმოშობის ალბათობას ვერ ხედავს

აპრ 10 17:18

ბიძინა ივანიშვილის მიიჩნევს, რომ თეორიულად გამორიცხული არაფერია, მაგრამ რეალურად, კოალიციაში ოპონენტი ძალის გაჩენის ალბათობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

სევდია უგრეხელიძე: „ოცნების“ მხარდამჭერი თანამშრომლები პროვოკაციებს აწყობენ

აპრ 08 16:09

თბილისის ვიცემერი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც "ქართული ოცნების" მომხრეები არიან, ხელმძღვანელებს იწვევენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლონ.

"ქართული ოცნების" მარტვილის ორგანიზაციის წევრები კანცელარიასთან შიმშილობას გეგმავენ

აპრ 07 14:12

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მარტვილიდან თბილისში 300-მდე ადამიანი აპირებს ჩამოსვლას და მთავრობის კანცელარიასთან აქციის გამართვას ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით.

„ოცნება“ ბაღდათში კბილაშვილის შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს

აპრ 06 14:24

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებმა ბაღდათის მოსახლეობას შუალედური საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კიკნაველიძე წარუდგინეს.

ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობას ხვდება

მარ 30 11:50

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს "ქართული ოცნების" ოფისში ხვდება.

შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარების კანდიდატები ცნობილია

მარ 25 21:50

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი იურისტი თამარ კორძაია,ბაღდათში ადვოკატი პაატა კიკნაველიძე, სამტრედიაში კი იურისტი გიორგი კახიანი იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„თავისუფალი საქართველო“ შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მხარაჭერას სთხოვს

მარ 23 16:41

„თავისუფალი საქართველოს“ აზრით პარლამენტარიზმი მოიგებს ძალიან ბევრს თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, ოპოზიციის საპატიო ადგილს პარლამენტში „თავისუფალი საქართველო“ დაიკავებს.

ბაღდათელი „რესპუბლიკელები“ შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

მარ 23 14:50

პარტიას, ბაღდათში დაგეგმილი შუალედური საპარლამენტო არჩევნების დიდი პროცენტით მოგება სურს.

”ქართული ოცნების” წევრებმა უნივერსიტეტებისათვის ავტონომიის გაფართოვების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს”

მარ 22 14:14

როგორც რატიანი ”ფეისბუქში” წერს, მან გუშინ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანიც არის უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის გაფართოვება.

ჩრდილელი ძალოვნების მიერ წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" წევრებზე დაწერილ წერილებზე საუბრობს

მარ 20 14:51

უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა პარლამენტში რამდენიმე წერილი წარმოადგინა, რომელშიც კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ მათთვის ოპოზიციონერობის გამო „საქმეების გაჩალიჩება“ შესაძლებელია.

კოალიციის წევრები ჰამლეტ მოვსესიანს "ნაცმოძრაობის" ფარულ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ

მარ 20 14:00

კოალიცია "ქართული ოცნების" ახალქალაქის ოფისის წევრები გიორგი ელიბეგოვი და არმენ ფარმანიანი აცხადებენ, რომ ახალქალაქის საკრებულომ რეგიონული ენების ქარტიის რატიფიკაციის მოთხოვნა "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით დააყენა.

„ყაზბეგი“ სომხურ კომპანიებს ტექნოლოგიურ მეთოდს გაუზიარებს

მარ 14 13:17

გოგი თოფაძის განცხადებით, „ყაზბეგის“ რუსთავის ქარხანაში სომხური კომპანია „კილკიას“ მეპატრონე, ასევე სომხეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეები ბოთლებზე აქციზური მარკის განთავსების ახალ ტექნოლოგას ეცნობიან.

ჩანაწერები ვერ მოიძებნა
მეტი სიახლე