ლაშა თორდია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი

„ამ ინციდენტს პოლიტიკური სარჩული გაუჩნდა იმის გამო, რომ მასში მონაწილე ადამიანები იყვნენ მოქმედი ან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები“

მაი 25 15:11

ეს არის შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული საერთაშორისო ან საპარლამენტო კომისიების შექმნა და მჯერა, რომ გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს.

ჯეჯელავა: ის, რომ ლაშა თორდია არ გაკიდებია არავის იარაღით და გამოიგონეს, ეს იქნებოდა მიზანმიმარტული დისკრედიტაცია

მაი 25 14:24

თუ თორდიაა დასასჯელი თორდია უნდა დაისაჯოს, თუ ფარცხალაძე, ან ორივეა ან ათივეა, ათივე უნდა დაისაჯოს, ეს არის ამოცანა.

თორდია: კიდევ თუ გაქვთ ვიდეობი, კიდევ თუ გაქვთ რამე სათქმელი, გამოიყვანეთ, ალაპარაკეთ, არავისი არ მეშინია

მაი 25 14:07

ეს მას არ გამოუვა, არც ირაკლი შოთაძეს და არც მის დამქაშებს ფინანსურ პოლიციაში, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აი ეს მოახდინონ.

„კადრების გასაჯაროვება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია ხელისუფლებას დააშანტაჟოს ნებისმიერი მოხელე, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებაში ამხელს“

მაი 25 09:50

აღნიშნული კადრების გავრცელება სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ ახალ პრობლემას აჩენს და არ სცემს კითხვებს პასუხს, რომელ გარიგებაზეც საუბარია აუდიტის დასკვნაში, კერძოდ თბილისის მერიასა და ბატონ ფარცხალაძეს შორის.

ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბარის თანამშრომელი აუდიტის სამსახურის უფოსს იარაღით მუქარაში ადანაშაულებს

მაი 24 17:02

მას შემდეგ, რაც ინტერნეტით და ტელევიზიით გავრცელდა ბატონ ფარცხალაძესა და ბატონ თორდიას შორის არსებული ვიდეომასალა და ვიდეოკადრები, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ამოიცნო კონკრეტული პირი.

ჟორჟოლიანი: „თორდია რომ ხულიგანია, სულაც არ ნიშნავს რომ ფარცხალაძე არაა იგივე“

მაი 24 16:47

„ვენაცვალე“ ბიძინა ივანიშვილს, იძახა პატარა სოფელია ეს ქვეყანაო და აგერ თუ არ არის

სუბარი: შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას, ურჩევნია ის დაადასტუროს, მართალია თუ არა

მაი 24 14:28

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელები რა განცხადებებსაც აკეთებენ, მეჩვენება, რომ გასცდა მათ თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს.

კუბლაშვილი: მე ვფიქრობ, რომ ეს დაასრულებს ფარცხალაძის, როგორც მოვლენის არსებობას საქართველოში

მაი 24 14:15

ყორანი როგორც არ თეთრდება ქვიშით ხეხვით და რეცხვით, ისე ვერ გათეთრდება ბატონი ფარცხალაძე. ყველამ იცის, რას წარმოადგენს ის.

თორდია: ირაკლი შოთაძეს ჰქონდა მობილურში ეს ჩანაწერები და ანახებდა ხალხს

მაი 24 12:46

ნათელია უკვე, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა არის ჩართული იმისათვის, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან.

სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გავრცელდა, რომლის სავარაუდო მონაწილე ლაშა თორდიაა

მაი 24 11:24

კადრები ერთერთ ბარში, შიდა სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, ლაშა თორდია იარაღით ბარის თანამშრომელს ემუქრება.

„გუშინდელი ბრიფინგი იყო ნათელი მაგალითი, პირადი მიზნებისთვის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებისა„

მაი 23 12:25

გუშინდელ ბრიფინგზე მომზადებული ინფორმაცია, სახელდახელოდ მოამზადეს კონკრეტული მიზნებისათვის.

გვილავა: შსს-ს მოქმედებები არ არის მიმართული იქითკენ, რომ ობიექრუტი სინამდვილე დადგინდეს

მაი 23 10:32

გამომდინარე იქიდან, რა გავლენები აქვს ბატონ ოთარ ფარცხალაძეს საგამოძიებო უწყებებზე, მიზანშეწონილი იქნება სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა.

გიორგაძე: არ მგონია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება იყოს

მაი 23 09:59

ერ უნდა ჩატარდეს გამოძიება, ეს გამოძიება უნდა დასრულდეს და შემდეგ უკვე, თუ რამე კითხვის ნიშნები მაინც დარჩება, შემდეგ შეიძლება იყოს ამაზე მსჯელობა.

თორდია: ოთარ ფარცხალაძეს ვარწმუნებ, რომ ამ სიტუაციიდან მარტივად ვერ გამოძვრება

მაი 22 15:28

მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარეს და საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

შსს თორდია-ფარცხალაძის საქმეზე შუალედურ ანგარიშს და ვიდეოკადრებს აქვეყნებს

მაი 22 14:32

ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც უწყებამ გაავრცელა კლუბ „ელ ცენტროში“ მომხდარი დაპირისპირების კადრები.

პროკურატურამ მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა

მაი 22 10:49

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა ხსენებულ უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა.

"ვინ იჩხუბა და რა გააკეთეს, მე არ გამიგია"

მაი 20 17:41

ღამის კლუბ „ელ ცენტროს“ დირექტორი ილია კაპანაძე ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის 13 მაისს მომხდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს.

თორდია: ეს მართლაც უკვე სციდლება ყველანაირ გონივრულ ზღვარს

მაი 19 13:52

თუ იქნება ასეთი ფაქტები, რომ ვიღაცამ ჩვენება მისცა, რომ მე თვითდაზიანება მივიღე დ ამაზე ჩვენება აქვს მიცემული, ეს არის ცრუ ჩვენება და ამაზე არის კიდევ ცალკე სისხლის სამათლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორს მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

მაი 19 13:36

„ჩვენ ვეღარ ვაგრძელებთ დამოუკიდებელი ინფორმაციის მოძიებას, იმიტომ რომ „არავის არ აქვს შარის თავი“.

გიგაური: „ყველაფერი ხდება ისე, რომ არ დადგინდეს სიმართლე“

მაი 18 18:21

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მიზანმიმართულად არ ხდება ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება.

ჩანაწერები ვერ მოიძებნა
მეტი სიახლე
პერსონის შესახებ

დაოჯახებული, მეუღლე და ორი შვილი
დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სპეციალობა-ბიზნესის სამართალი

ბიოგრაფია
  • 2008 - 2012

    საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

  • 2007 - 2008

    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, იურისტი;

  • 2004 - 2008

    მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, იურისტი.

  • 2002 - 2004

    საქართველოს პარლამენტის აპარატი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წამყვანი სპეციალისტი

  • 2001 - 2002

    შპს "თბილავიამშენი" იურისტი.

  • 1980

    დაიბადა