თბილისი მუსიკალურ ფესტივალს „მოგზაური ნოტები 2012“-ს მასპინძლობს
05 აგვისტო 2012, 16:28თბილისი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „მოგზაური ნოტები 2012“ -ს უმასპინძლებს.
"დიახ, მე კარიერისტი და ძლიერი ქალი ვარ"
30 მაისი 2012, 17:26ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კარიერა ძალიან ადრე დაიწყო. რა მსხვერპლი გაიღო ცნობილმა პიანისტმა, რომ მსოფლიო აღიარებისთვის მიეღწია და რაზე ნანობს ელისო ბოლქვაძე.
მოსწავლის მშობლის შურისძიება პედაგოგზე
28 აპრილი 2012, 03:3227 აპრილს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ პედოფილიაში ბრალდებულის პირველი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
პოლონური ორკესტრი საქართველოში
18 აპრილი 2012, 12:57კონსერვატორიაში შერჩევითი მოსმენები ორკესტრში ქართველი ახალგაზდა მუსიკოსების შესარჩევად გაიმართა.
"ჯვარცმული ქრისტეს შვიდი უკანასკნელი სიტყვა"
05 აპრილი 2012, 15:23თბილისის კამერული ორკესტრი კიდევ ერთ კონცერტს გამართავს, სადაც იოზეფ ჰაიდნის ნაწარმოები - "ჯვარცმული ქრისტეს შვიდი უკანასკნელი სიტყვა" შესრულდება.
კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი
03 აპრილი 2012, 16:59დღეს, 3 აპრილს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს.
მუსიკის ფესტივალი - “კონტრაპუნქტი”
23 მარტი 2012, 17:05ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ იმართება. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის საღამო - კონსერვატორიაში
23 მარტი 2012, 11:34კონსერვატორიის მცირე დარბაზში ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის საღამო გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
საოპერო სტუდიის კონცერტი - კონსერვატორიაში
20 მარტი 2012, 14:14კონცერტზე მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა" იქნება წარმოდგენილი.
ნატალია ქუთათელაძის დღევანდელი კონცერტის რეპეტიცია
16 მარტი 2012, 19:38დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ნანი ბრეგვაძის შვილიშვილის ნატალია ქუთათელაძის კონცერტი გაიმართება. ნახეთ სპეციალურად News.ge-სთვის გამართული კონცერტის რეპეტიცია.
მუსიკოსი - კენ აისო კონსერვატორიაში კონცერტს გამართავს
09 მარტი 2012, 14:23კონცერტი ეძღვნება 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძრით დაზარალებულებს.
სახელოვნებო სასწავლებლები არ ერთიანდება
07 მარტი 2012, 17:12"ვისი ფუნჯი, ვის როიალშია" - ბიძინა კვერნაძემ ეს კალამბური ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქაში, სახელოვნებო სასწავლებლების გაერთიანების იდეას მიეძღვნა. ბოლო დღეებში, ცნობილი კომპოზიტორის ეს გამონათქვამი ისევ აქტუალურია.
სახელოვნებო სასწავლებლებს, პროგრამული დაფინანსება არ შეუწყდებათ
07 მარტი 2012, 11:41თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი-ნოშრევან ჩხაიძე, სახელმწიფო კონსერვატორია-რეზო კიკნაძე, სამხატვრო აკადემია- ირინა პოპიაშვილი.
სახელოვნებო სასწავლებლების რეორგანიზაცია დაიწყო
06 მარტი 2012, 17:52რეორგანიზაციის პერიოდში ყველა ზემოაღნიშნულ სასწავლებელს უხელმძღვანელებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
რიკ სანტორუმი - რესპუბლიკელების ახალი იმედი
21 თებერვალი 2012, 09:56რესპუბლიკელების ახალ იმედად ამერიკის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი სახელდება.
კლასიკური მუსიკის მეორე ეროვნული კონკურსს გალა-კონცერტი დაასრულებს
20 თებერვალი 2012, 14:27დღეს, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ ცენტრში კლასიკური მუსიკის მეორე ეროვნული კონკურსი გალა-კონცერტით დაიხურება.დახურვას კონკურსის ჟიურის წევრებთან ერთად კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუაც დაესწრება.
კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის ევროვიზიის მე-2 შესარჩევი ეტაპი ჩატარდება
20 თებერვალი 2012, 14:16წელს რიგით მე-16 ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსს ავსტრია, ქ. ვენა მასპინძლობს.
ბაროკოს ეპოქა - კონსერვატორიაში
19 თებერვალი 2012, 19:39კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ლექცია-კონფერენცია, მასტერკლასები, დამატებითი კონცერტი და ვორქშოფი."
"მუსიკის ფსიქოლოგია" კონსერვატორიის მუზეუმში
19 თებერვალი 2012, 13:40დღეს, ლომიდა სამსონაძის წიგნის - "მუსიკის ფსიქოლოგია" პრეზენტაცია და კამერული მუსიკის საღამო გაიმართება.
ქართველი, სომეხი და შვეიცარიელი მუსიკოსების ანსამბლი კონცერტს დღეს გამართავს
16 თებერვალი 2012, 13:30ახალგაზრდა მუსიკოსები იმ თანამედროვე ნაწარმოებებს შეასრულებენ, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.17 თებერვალს ანსამბლი Convergense ამავე პროგრამით, კონცერტს ერევნის კონსერვატორიაში გამართავს.
როგორც არქიტექტურული ძეგლი კონსერვატორიის შენობა, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
სხვადასხვა წლებში თბილისის კონსერვატორიას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქართველი და რუსი მუსიკოსები.
თბილისის კონსერვატორია დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე, რომლისთვისაც სახსრების შეგროვება 1891 წელს ანტონ რუბინშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო. შეგროვილი თანხით და შემოწირულობებით (რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ძმებს სტეფანე, ლევან და იაკობ ზუბალაშვილებს) აიგო სასწავლებლის შენობა (არქიტექტორი ალ. შიმკევიჩი), რომელიც 1917 წელს გადაეცა კონსერვატორიას.
დღეს კონსერვატორიაში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კონსერვატორიის სასწავლო-სამეცნიერო და საკონცერტო ცხოვრებაში
კონსერვატორიამ არა მარტო შეინარჩუნა მუსიკალური განათლების მდიდარი საუკუნოვანი ტრადიციები, არამედ დაიმკვიდრა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი პროფესიული და აკადემიური სასწავლებლის სტატუსი XXI საუკუნეში.
-
2011 - 2012
ამჟამად კონსერვატორიას სათავეში უდგას ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი რეზო კიკნაძე
-
2005
წლიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არის კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის წევრი. ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმანათლებლო, კრედიტებისა და შეფასების საერთაშორისო სისტემას.
-
1995
სახელმწიფო კონსერვატორია გადავიდა ორსაფეხურიანი სწავლების ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაზე.
-
1947
კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს
-
1924
წელს სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა
-
1917
დაბადების თარიღია 1 მაისი
ვიდეო
30 მაისი 2012, 17:26
16 მარტი 2012, 19:38
07 მარტი 2012, 17:12

