ირაკლი შოთაძე

საქართველოს მთავარი პროკურორი

ნარმანია ნაზღაიძის საქმეზე: მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და გამოძიებაც თავისას იტყვის

მარ 21 12:56

ცალსახად თქმა იმისა, რომ დაირღვა კანონმდებლობა, ჩემი აზრით, რეალურ საფუძველს მოკლებულია.

„ამ არეულობაში ჩართული იყო ასეულობით საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად საკმაოდ შრომატევადი საგამოძიებო მოქმედებები არის ჩასატარებელი“

მარ 20 15:41

მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად გამოძიება, მე კონკრეტულად ვერ დაგიკონკრეტებთ ვისი დაკითხვა მოხდა და ვისი უნდა მოხდეს. მიმდინარეობს სრულყოფილი გამოძიება და შესაბამისად საქმეზე დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იარსებებს.

შოთაძე მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის ფაქტზე: ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობს

მარ 20 15:33

ამ ფაქტზე მიმდინარეობს შესაბამისად ინფორმაციის მოგროვება და მას შემდეგ, რაც მოგროვებული იქნება ინფორმაცია, რათა მიღებულ იქნას შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება.

„როდესაც არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, იმაზე საუბარი, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არის არასწორი“

მარ 20 15:19

ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი დანაშაულებრიობა.

„არანაირ დირექტივებს და მესიჯებს პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს“

მარ 20 15:09

მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არავისგან არაფერს არ ვღებულობთ, ჩვენ, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ შესაბამისი საქმის საჭიროებებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

„ვითხოვთ, რომ საგანგებო პროკურორმა შეისწავლოს შოთაძის და პროკურატურის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობა“

თებ 21 10:11

ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაინიშნოს საგანგებო პროკურორი, ჩამოსცილდეს ირაკლი შოთაძე თანამდებობას და საგანგებო პროკურორმა შეისწავლოს შოთაძის და პროკურატურის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობა.

„არჩევნების შედეგების მოტაცებიდან 4 თვის თავზე ივანიშვილის შევიდა კრიზისში“

თებ 20 16:36

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით შოთაძის გადაყენებაზე საუბარი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შვებაა.

ნადირაშვილი ენმ-ზე: იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის სიბრიყვე და არა მიზანმიმართული ხელის დაფარება შოთაძეზე

თებ 20 16:16

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იმაზე საუბარს, რომ რეჟიმის დასრულებამდე არც ერთი თანამდებობის პირი არ უნდა გადადგეს, „უდიდესი სიბრიყვეა“.

აბესაძე: მთავარი პროკურორი პასუხს უნდა აგებდეს საკუთარ ქმედებებზე

თებ 20 12:27

ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მთავარი პროკურორი ქვეყანაში პასუხს უნდა აგებდეს საკუთარ ქმედებებზე, საკუთარ გამონათქვამებზე, ვინაიდან სწორედ მისმა ქმედებებმა და გამონათქვამებმა მთლიანად სახელისუფლებო გუნდის არასწორმა განცხადებებმა საზოგადოებაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა.

ბიბილაშვილი: რაც არ უნდა შოკისმომგვრელი იყოს ეს, ივანიშვილი შევიდა საპატრიარქოში

თებ 20 10:41

შოთაძის გადადგომით არაფერი არ იცვლება, სანამ ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ნიშნავს, აყენებს და განსაზღვრავს საერთოდ სახელმწიფოში პოლიტიკას, მათ შორის პროკურატურაში, არაფერი არ შეიცვლება.

ბესელია: არ არის ჯანსაღი ვითარება, როდესაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხდება პროცესის სრულად პოლიტიზირება

თებ 20 10:20

მტკიცებულებების ნაწილი მაინც, თუ სრულად არა, უნდა გამოქვეყნდეს და ისე, რომ არ შეეშალოს ხელი გამოძიების მიმდინარეობას, საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად გააკეთოს დასკვნა.

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

თებ 20 09:05

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად მათ სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდებათ.

სუხიაშვილი: მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ ეს არ არის პატრიარქი ილია მეორე

თებ 16 15:16

მთავარმა პროკურორმა ბრიფინგის ტექსტი რომ ჩაამთავრა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომ შეიძლებოდა თუ არა, ეს პირი ყოფილიყო ილია მეორე. მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ მას არსად არ უხსენებია, მე ეს ვუთხარი ჟურნალისტებს რომ ეს არის პატრიარქი.

კალანდაძე: პროკურატურის ვერსია ცალსახად დაუჯერებელია

თებ 15 10:58

ეს ვერსია ცალსახად დაუჯერებელია და დაუჯერებელია მანამ, სანამ არ გამოვა ბატონი შოთაძე და არ გვეტყვის, რაში არის რეალურად საქმე და რა იმალება ამ ვერსიის უკან, რა ინტერესები იკვეთება ამ ვერსიის უკან.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა

თებ 13 14:03

აეროპორტში მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ლუცენკო: ... სამომავლოდაც უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას იმ ადამიანის გადაცემაში, რომელიც უკრაინასა და საქართველოს ეხმარებოდა რუსული აგრესიისგან თავდაცვაში

იან 26 00:16

ლუცენკო აღნიშნავს, რომ 24 იანვარს პირადად ესაუბრა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფ ქართველ სამხედროებს, საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და ქართული ოპოზიციის წარმომადგენელ გივი თარგამაძეს.

მთავარი პროკურორი აშშ-ს ელჩს იან კელის შეხვდა

იან 24 17:41

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

გიორგი გასვიანი მთავარ პროკურორს შეხვდება

23 დეკემბერი 2016, 13:03

ბორჯომში შევხვდები სამხარეო პროკურორს მალხაზ კაპანაძეს ჩემს ადვოკატთან ერთად და საქმის დეტალებს გავეცნობი, გავიგებ, თუ როგორ მიმდინარეობდა ამ 4-5 დღის განმავლობაში გამოძიება, რა შედეგებამე არიან მისულები.

შოთაძე გასვიანს: მზად ვარ გაგაცნოთ დეტალურად ის მტკიცებულებები, რაც გამოძიებას გააჩნია

22 დეკემბერი 2016, 17:48

გექნებათ სრული წვდომა საქმის მასალებთან, გექნებათ სრული ინფორმაცია თითოეულ საგამოძიებო მოქმედებებაზე, რასაც ჩვენ ვატარებთ და რის ჩატარებასაც მომავალში ვაპირებთ.

ჩანაწერები ვერ მოიძებნა
მეტი სიახლე