კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 17 მაისს დაიწყება

მაი 16 12:40

დარეგისტრირების მსურველებს დეტალური ინფორმაციის ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge შეუძლიათ.

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალ დასრულდება

აპრ 24 16:07

გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტობის მსურველებს ახსენებს, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალ 25 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 20 აპრილს სრულდება

აპრ 16 17:42

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 აპრილის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 20 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა.

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

აპრ 04 17:50

მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 25 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

გრანტის გასაუმჯობესებლად სტუდენტთა რეგისტრაცია 1-ლი აპრილიდან დაიწყება

მარ 28 17:09

კონკურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მოიპოვონ ან გააუმჯობესონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი. რეგისტრაციის პროცესი 1 აპრილს დაიწყება და 20 აპრილს დასრულდება.

აბიტურიენტების სრული და ნაწილობრივი დაფინანსების სისტემა აღდგება

მარ 28 13:38

აბიტურიენტს ნებისმიერ აკრედიტებულ პროგრამაზე ჩარიცხვისას, ექნება შანსი მიიღოს როგორც სრული, ისე 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსება. 30%-იანი დაფინანსება კი უქმდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორად ჩარიცხვებს აუქმებს

მარ 28 13:37

აბიტურიენტს თავიდანვე შეუძლია მიუთითოს ყველა საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მის მიერ არჩეული გამოცდები ბარდება, მეორადი ჩარიცხვების საჭიროება აღარ არსებობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ცნობარს გამოქვეყნებს

მარ 27 20:02

გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) 28 მარტს განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი აპრილიდან დაიწყება

მარ 18 17:06

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის დაწყებამდე გამოქვეყნდება ცნობარი, რომლითაც მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ არჩევანის გაკეთებისას.

გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტესტების კრებული უფასო გახდება

იან 08 21:16

კრებული გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის

მაია მიმინოშვილი: თანამშრომლები "წამოსულებად" და "დარჩენილებად" არასოდეს დამიყვია

09 ნოემბერი 2012, 16:50

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, იგი თანამშრომლებს ათავისუფლებს. მიმინოშვილი იმ ადამიანებს, ვინც დასკვნების გამოტანა იჩქარა, ინფორმაციის სანდოობის გადამოწმებისკენ მიუთითებს.

მოსწავლეთა გამოცდებზე დაშვებას სკოლის დირექტორი გადაწყვეტს

07 ნოემბერი 2012, 13:16

როგორც მაია მიმინოშვილმა განაცხადა, 2013 წელს გამოსაშვები გამოცდების ჩატარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სკოლები იღებენ.

ანონსი 7 ნოემბერი 2012 წელი

06 ნოემბერი 2012, 22:19

ანონსი 7 ნოემბერი 2012 წელი

მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციას გეგმავს

04 ნოემბერი 2012, 14:14

მიმინოშვილმაგაზეთ "24 საათის" ყოველკვირეულ დამატება "Weekend"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, თითოეულ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება და ამ მეთოდით მოხდება თანამშრომელთა შერჩევა.

განათლების მინისტრმა პირველი სამუშაო კვირა შეაჯამა

02 ნოემბერი 2012, 18:47

განათლებისა და მეცნირების მინისტრმა, კიდევ ერთხელ, წარადგინა მოადგილეები და ისაუბრა იმ თემებზე, რომლებზეც პირველ სამუშაო კვირაში მუშაობდა სამინისტრო.

გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროს გამოეყოფა

29 ოქტომბერი 2012, 16:08

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2013 წელს გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება მე - 12 კლასში, ხოლო შემდეგი სასწავლო წლიდან მოსწავლე გამოცდას ჩააბარებს კონკრეტული საგნის სწავლის დასრულების შემდეგ.

განათლების სამინისტრომ გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელი შეიმუშავა

29 ოქტომბერი 2012, 12:35

მე-11 კლასელები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიას ჩააბარებენ.

ანონსი 29 ოქტომბერი, 2012 წელი

28 ოქტომბერი 2012, 20:43

ანონსი 29 ოქტომბერი, 2012 წელი

"ცვლილებების მომზადებამდე საატესტატო გამოცდები არ უნდა ჩატარდეს"

13 ოქტომბერი 2012, 12:03

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის კანდიდატი მაია მიმინოშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ცვლილებების მომზადებამდე აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ, და არა საატესტატო, გამოცდებს ჩააბარებენ.

მიმინოშვილი: ვისაუბრეთ განათლების სისტემის პრობლემებზე

06 ოქტომბერი 2012, 17:49

მაია მიმინოშვილის განცხადებით, მართალია, ის კონკრეტულ პოსტზე არ განიხილება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განათლების სიტემა ფეხზე დააყენოს.

ჩანაწერები ვერ მოიძებნა
მეტი სიახლე