შეხვედრა ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერთან
30 აპრილი 2012, 19:33პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლიტვის პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა.
ახალციხეში მესხი თემების ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა
30 აპრილი 2012, 18:54დღეს, 5 საათზე, ახალციხეში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მაჰმადიანი მესხების ყოფა-ცხოვრების, წეს-ჩვეულებებისა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების გზის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა.
"კარგი დამთხვევაა, რომ 2013 წელს ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება"
30 აპრილი 2012, 18:53ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, თავის მამულში, ლიტვის პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრისას განაცხადა.
ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში "ევრო-2012"-ის ბოიკოტს განიხილავენ
30 აპრილი 2012, 17:24მერკელს უკვე ევროკავშირის სხვა ლიდერებიც შეუერთდნენ.
ევროზონის გადარჩენის ახალი გეგმა მოიფიქრეს
30 აპრილი 2012, 17:04ევროკომისიის მიერ მომზადებული ახალი საინვესტიციო გეგმა მიზნად ისახავს, ევროპის იმ ქვეყნების ეკონომიკის აღორძინებას, რომლებიც მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ყველაზე მეტად დაზარალდნენ. საინვესტიციო გეგმა უკვე მიიღო სახელწოდება: „მარშალის გეგმა“.
კუბლაშვილი: "მაგნიტსკის აქტის" მიღებაზე მსჯელობა ღირს
30 აპრილი 2012, 16:08მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ საკითხზე მსჯელობა დავიწყოთ, თუმცა, რა მიმართულებით იქნება სანქციები მიღებული, ჯერ საუბარი ნაადრევია"- აცხადებს უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი.
დაეთანხმა, მაგრამ არ დაეთანხმა
30 აპრილი 2012, 13:55„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა გოგი თოფაძემ კოალიციის დეკლარაციას მოაწერა ხელი, თუმცა კვლავ ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგია.
„საქართველო ნატო-ს ძლიერი მოკავშირეა“
30 აპრილი 2012, 13:25განცხადება საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას.
ევროკავშირის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა საგარეოს არ უკვირს
30 აპრილი 2012, 12:41ევროკავშირს არაერთხელ განუცხადებიათ მსოფლიოსთვის, რომ აქვს სერიოზული პრობლემები, რაც არალეგალურ მიგრაციას გულისხმობს.
"ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობისადმი სრულ ნდობას გამოხატავს"
28 აპრილი 2012, 13:36საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობისადმი სრულ ნდობას გამოხატავს.
ესპანეთმა შენგენის ვიზების მოქმედება შეაჩერა
28 აპრილი 2012, 12:51ესპანეთის ხელისუფლებამ ევროპის ცენტრალური ბანკების სამიტის წინ, 28 აპრილიდან 4 მაისამდე შენგენის ვიზების მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
შეშფოთება ტიშკევიჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო
27 აპრილი 2012, 18:0926 აპრილს ჟენევის მოლაპარაკების ერთ-ერთ თანათავმჯდომარესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც ლეფორმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზების საქციელის გამო.
საფრანგეთი შენგენის ზონაში ახალი მექანიზმის შემოღებას ითხოვს
27 აპრილი 2012, 16:23საფრანგეთმა ევროკავშირში მის პარტნიორებს შემდეგი წინადადებით მიმართა: შექმნან მექანიზმი, რომელიც შენგენის საზღვრებთან მკაცრად გააკონტროლებს სასაზღვრო რეჟიმს.
სუბელიანმა და დიმიტროვმა წეროვანში ღორების ფერმა დაათვალიერეს
27 აპრილი 2012, 15:21სამინისტროს ინფორმაციით, ვალერი ბაშარული საბერძნეთში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 2010 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და გრანტის საშუალებით ღორების ფერმა მოაწყო.
ტერაქტების სერია დნეპროპეტროვსკში
27 აპრილი 2012, 15:04ტერორისტული აქტის შედეგად პოლიციის მონაცემებით 27 ადამიანი დაშავდა, ხოლო აფეთქებების რიცხვი ათამდე ავიდა. ქალაქში უკვე გამოჩნდა შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა. პოლიცია საეჭვო პაკეტების მქონე გამვლელებს აკავებს.
საქართველო გალში ჩაშლილ შეხვედრას აპროტესტებს
27 აპრილი 2012, 10:33განცხადებაში წერია, რომ ეს საფრთხეს უქმნის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს. სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ამ შეხვედრების ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
სარკოზიმ და ოლანდმა ეკონომიკურ საკითხებზე პასუხები გასცეს
27 აპრილი 2012, 09:20საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონაწილე კანდიდატებმა სატელევიზიო დებატები გამართეს. შეკითხვები ძირითადად ქვეყნის ეკონომიკას და ევროკავშირში საფრანგეთის ქმედებას შეეხებოდა.
სამთავრობო საათი ვანო მერაბიშვილის თანხლებით
26 აპრილი 2012, 23:40პარლამენტმა 4 მინისტრს მოუსმინა, ჯერი ზურაბ ადეიშვილზეა.
„ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთს ხელს აძლევს“
26 აპრილი 2012, 18:54ვანო მერაბიშვილის თქმით, ომის შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
ჟენევის მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ელემენტია
26 აპრილი 2012, 18:19საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი არის მნიშვნელოვანი ელემენტი მშვიდობის დამყარებაში.
ვიდეო
23 მაი 11:35
05 მარ 13:49
05 მარ 13:34
06 დეკემბერი 2012, 18:43
05 დეკემბერი 2012, 13:54

