შაშკინმა რუს ახალგაზრდებს რეფორმები გააცნო

  • 18 იანვარი 2012, 14:06
  • 341

დიმიტრი შაშკინი დღეს რუსეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს განათლების სისტემაში განხორციელებული და დაგეგემილი რეფორმების შესახებ ესაუბრა.რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის   განსაკუთრებით საყურადღებო  ის პროექტები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლების, სტუდენტთა და მეცნიერთა ხელშეწყობის კუთხით განახორციელა.
შეხვედრა "მასწავლებლის სახლში" გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრა პროექტის ”ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგის” ფარგლებში შედგა, რომელსაც ”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი” ცნობილი რუსი ჟურნალისტის ოლეგ პანფილოვის ხელმძღვანელობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ნდობის მშენებლობასა და გრძელვადიან მშვიდობას ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის.
პროექტის ბოლოს  სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიის განსაზღვრა და ერთობლივი ბლოგის შექმნა იგეგმება.

სხვა სიახლეები