პეკინზე "ნუგეშის" მაღაზია გაძარცვეს

  • 04 აპრილი 2012, 11:15
  • 1172

დღეს პეკინის ქუჩაზე "ნუგეშის" მაღაზია გაძარცვეს. მაღაზიასთან დილით მისულ გამყიდველს კარი შემტვრეული დახვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მძარცველებმა თანხა წაიღეს. თანხის რაოდენობა უცნობია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები. მაღაზიის გამყიდველი და "ნუგეშის" წარმომადგენლობა კომენტარს გამოძიების დასრულებამდე არ აკეთებენ.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის. მათი თქმით, დაახლოებით 2 კვირის წინ პეკინზე "შირაქის ეკო პროდუქტის" მაღაზიაც დააყაჩაღეს.

სხვა სიახლეები