ჯეიმს კამერონი პირველია, ვინც მარიანის ღრმული გადაიღო

  • 27 მარტი 2012, 17:42
  • 5898

ინტერნეტში კანადელი რეჟისორის მიერ გადაღებული კადრები გავრცელდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმა ადგილასაა გადაღებული.

ჯეიმს კამერონი პირველი ადამიანია, რომელმაც მარიანის ღრმული გადაიღო. იგი გრანდ კანიონზე დიდია და იმდენად ღრმაა, რამდენადაც ევერესტია მაღალი.

რეჟისორი ამბობს, რომ 11 კილომეტრის სიღრმეზე სრული იზოლაცია იგრძნო. "თითქოს სხვა პლანეტაზე ვიყავი, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. უნდა ნახო, თუ გინდა განიცადო", - ამბობს კამერონი. 

კამერონმა სულ 72-ჯერ ჩაყვინთა. აქედან 33-ჯერ - ტიტანიკის ჩაძირვის ადგილას მანამდე, სანამ 1997 წელს "ტიტანიკს" გადაიღებდა.

სხვა სიახლეები