პირველკლასელთა რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით მოხდება

  • 17 მარტი 2012, 13:35
  • 18036
დღეს, 17 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირველკლასელთა რეგისტრაცია, საატესტატო გამოცდები და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაცია იყო.

2012 წელს შარშანდელივით  პირველკლასელთა მიღება წინასწარ გამოცხადებულ ვადებში მოხდება, ცვლილება შედის პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში, წელს პირველად, დარეგისტრირება ელექტრონულად, მხოლოდ სპეციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი. სკოლებს ევალებათ იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს და მოხდეს მოსწავლეთა დროული დარეგისტრირება. ყველა დარეგისტრიტრებული ბავშვი 15 სექტემბერს საჩუქრად   პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს.

2011 წლიდან შეიცვალა სკოლებში პირველკლასელთა  მიღების წესი. ყველა სკოლისთვის  პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა.

სხვა სიახლეები