საპატრიარქოს საიტი რუსულმა ჰოსტინგ-პროვაიდერმა გათიშა

  • 06 თებერვალი 13:21
  • 712

საპატრიარქოს საიტი სავარაუდოდ, თანხის გადაუხდელობის გამო გათიშულია. ამის შესახებ news.ge-ს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ გაგუამ განუცხადა.

თანხის გადაუხდელობის გამო საიტის გათიშვას საპატრიარქოს სამდივნოში უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მისი მუშაობა მალევე აღდგება

დამოუკიდებელი IT სპეციალისტების განცხადებით, whois სერვისით შემოწმების შემდეგ ირკვევა, რომ საიტი ფიზიკურად განთავსებულია რუსეთის ერთ-ერთ ჰოსტინგ - პროვაიდერში და გათიშულია დავალიანების გამო.

სხვა სიახლეები