რობერტ სტურუა ბუენოს აირესის ერთ-ერთ რესტორანში მოსმენილ ამბავს აქვეყნებს

  • 30 იანვარი 12:52
  • 3090

რეჟისორი რობერტ სტურუა ბუენოს აირესის ერთ-ერთ რესტორანში  Zum Edelveis მოსმენილი ქართველი კაცის მოყოლილ ამბავს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ვიცი, მამა მკვლელი მყავს, მერე რა? თქვენ რა, არ მოგიკლავთ? სხვათაშორის მამაჩემის ტრაკით ვარ აქ, როცა მინდა, სადაც მინდა იქ წავალ! ლონდონში ბინა მიყიდა დედამ, ბუგატი! ვისაც ხელს დავადებ ჩემი იქნება! ნაძირალას, მამაჩემს თუ აუხტა, მოვაკლევინებ - მაყუთი მაქვს! ვიტყვი და დაგაჩოქებ, ცოცხებს მოვიმარაგებ (იცინის)!“, - წერს სტურუა.

“დედას მოგი$$ნავთ, ვერაფერს დაგვაკლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგანაც უმეტესობა საქართველოში გადაგვარდით, სააკას ვენაცვალე, მიზანი მიღწეულიაო. კულტურა? კარგი რა?!  ჩვენც გვიყვარს ტოტო კუტუნიო, ვეტრფით ანანიაშვილს, ვნახე, ოპერაში რომ ჭიკჭიკებდა, მომეწონა! აქედან
ლოს-ანჯელოსში მივდივარ *ოსკარზე" ვიშოვე ბილეთები - მე და თიკა მივფრინავთ ზეგ! ჩილედან დედა ჩამოვიდა, დამირეკა, კონცერტის შემდეგ ეგლესიასი დავპატიჟეო, ხულიოო, რესტორანში - მაგარი ქალია.

არ იბაზროთ და ერთმა ნაბიჭვარმა, აქ წამოსვლის წინ მანქანა გამიჩხაპნა, მივაგდეთ სადარბოზში ხილიანზე, შემატყობინეს, დროზე ვერ მოუსწრო დამპალმა სასწრაფომ და...ფაფუ! მაინც რა უსუსურები არიან ჩვენი ვითომ ექიმები!..

“ხალხი სულ გამო$ლევდა, მაგრამ მამამ თქვა, უკვე ჩვენსკენ მოვახედეთო. ის სიმღერების ავტორი, ჩვენს გვერდით სახლი რომ წამოჭიმა, დღეს იძახის პოლიტიკაში ჩარევა სირცხვილიაო!.. აბა რა, ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა იმ პოეტის ბოზი-ქალიშვილი! არაუშავს მოვა დრო და გავუხსენებთ დამპალ მგოსანს, მიტინგებზე რომ დაეთრეოდა-интилегеньт!" - წერს საკუთარი facebooc-ის გვერდზე სტურუა

"იყოს მამა მკვლელი,
იყოს დედა მრუში
ოღონდ კარგი კაცი
გერქვას ხალხის გულში!" ბერტოლტ ბრეხტი. "კავკ.ცარც.წრე", - ნათქვამია რობერტ სტურუას სტატუსში. 

სხვა სიახლეები