რა ხდება "ემბავუდში" - როგორ ექცევა კომპანია თანამშრომლებს

  • 25 იანვარი 13:13
  • 1795

„ემბავუდიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.

როგორც „ემბავუდიდან“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა და მათმა ადვოკატებმა „პრესკლუბში მე-17 სართულზე“ განაცხადეს, კომპანიიდან ისინი მიმდინარე წლის 14 იანვარს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

ამასთან, როგორც ადვოკატები ამბობენ, კომპანიის მხრიდან შრომითი კანონდებლობის დარღვევა რეგულარულ ხასიათს ატარებდა. კერძოდ, მათი თქმით, თანამშრომლებს აიძულებდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას, იმ პირობებში, როდესაც მათი ხელფასი სულ რაღაც 292 ლარს შეადგენდა. ადვოკატების ინფორმაციითვე, კომპანიაში დასაქმებულ მუშებს ანტისანიტარულ პირობებში უწევთ სამუშაოს შესრულება.

ამასთან, "დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე ქვეყანაში შრომითი კანონმდებლობის ხარვეზების არსებობის დამადასტურებელ კიდევ ერთ ფაქტზე საუბრობს. კერძოდ, ბურჭულაძის ინფორმაციით, ასპინძის გამგეობიდან 18 ადამიანი ასევე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს.

ბურჭულაძე მთავრობას მოუწოდებს, „პრეზერვატივებთან“ დაკავშირებული კანონდებლობის შემუშავებით კი არ იყოს დაკავებული, არამედ ევროპულ სტანდართებთან შესაბამისი შრომითი საკანონმდებლო ბაზა შექმნას და ქვეყანაში დასაქმებულების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს.

ბურჭულაძის განცხადებით, აუცილებელია მთავრობამ შექმნას ინსტიტუტი, როემლიც გააკონტროლებს შრომით ბაზარზე არსებულ სიტუაციას.

სხვა სიახლეები