ეპისტოლე და სუროგაცია - გამოხმაურება სოციალურ მედიაში

  • 08 იანვარი 14:50
  • 2122

საქართველოს პატრიარქის ილიაII-ის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვების თემას საზოგადოების მხრიდან, სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რას ფიქრობს ხალხი -  გთავაზობთ, სოციალურ მედიაში ვებმომხმარებლების გამოთქმული მოსაზრებებს:

„ნატურალური გზით ჩასახული და გაჩენილი ბავშვები ხომ სულ ანგელოზები იზრდებიან ვინ ეკითხება მღვდელს ჩასახვის გზას? სჯობს ქუჩაში ათასობით უპატრონო ბავშვს მიხედონ რომ არ გახდნენ პრობლემურნი“,

„გაიგეთ ხალხნო ღმერთი ერთია, პატრიარქები უამრავი. ღმერთი დარჩება, პარტიარქები კი მოვლენ და წავლენ. გაიგეთ ეკლესიის, მითუმეტეს ქართული ეკლესიის კრიტიკა არ არის ათეიზმი“

„სუროგაციის ან in vitro ფერტილიზაციის გზით რომ მყავდეს გაჩენილი შვილი მაგ ილიას სასამართლოში ვუჩივლებდი“,

„მე კიდევ ერთი დამატებითი კითხვა მექნებოდა: ყოველი მესამე და მომდევნო შვილი რომ დანათესავდა ერის გამრავლებას ეგ ხელს არ შეუშლის თუ ნათესავებში დაშვებულია ბავშვების გაჩენა და ხელოვნურად ცოდვაა?!“,

„სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ იკრძალება ადამიანის სხეულის ნაწილების გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად“,

„რამდენი ნანატრი იბადება ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, რამდენ დედას უსრულდება ნატვრა და მათ შვილებს პრობლემატური უწუდო არ მესმის;  სუროგაციაც, ხელოვნური განაყოფიერებაც, სინჯარაც, ბავშვის აყვანაც ყველაფერი სწორი და მისაღებია როდესაც ადამიანს შვილი უნდა“,

„მოითხოვეთ,პასუხი აგოს უშვილო და ხელოვნურად დაბადებული ბავშვების ოჯახების წინაშე საპატრიარქომ“,

„როგორ მოიპარა ილიამ შობა... (გრინჩის მეორე ნაწილი)“,

"ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი,მაგრამ რომ არ დავწერო გული არ მითმენს. ერთმა ჩემმა ნაცნობმა დამირეკა,ტიროდა ქალი და მეუბნება; ბავშვს სხვანაირად დავუწყე ყურება,მეშინია შვილი არ შეგვძულდესო...... მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია იმ ჩემი ნაცნობისთვის,---- ჩემო კარგო,შენ თუ პატრიარქის სიტყვებზე 6 წლის ნაზარდ შვილს შეიძულებ, მაშინ მართლა არ ყოფილხარ შენ დედობის ღირსი და ვწყვეტ შენთან ამ თემაზე რაიმე კომენტარის გაკეთებას",

„სუროგატი დედობა სულ არაა ცოდვა, მთავარი რას იტყვის პატრიარქი ის კი არაა არამედ რას ვეტყვით ჩვენ ჩვენს თავს სარკის წინ რომ დავდგებით , ღმერთმა ადამიანს გონება და სინდისი მისცა (ცოდვის დარაჯად)“

„გულწრფელად მეცოდებით ყველა, ვისაც შობისა და აღდგომის მოსვლა პატრიარქის ეპისტოლეების გამო გიხარიათ. ერთი სული გაქვთ რამე 'ისეთი' აღმოაჩინოთ და მერე ილანძღოთ, დასცინოთ და ჩამორჩენილები ეძახოთ ყველას, ვისთვისაც ეპისტოლე მნიშვნელოვანია“,

„ნუ სტრანნობთ და ნუ სვეცკობთ რა რელიგიურ თემებზე! გასაგებია, რომ რაღაცები არ მოგწონთ მაგრამ, ძაან გაუტიეთ და დაწყნარდით!)... წადით რა წიგნები იკითხეთ და მდაბიო იუმორი ჩაიხშეთ! მოდაში შემოვიდა ათეიზმი თუ რა ხდება, ვერ გავიგე და ეკლესიის მიმართ ცინიზმი!“

 „მდა... მერე კიდევ გვიკვირს რატომ იყო 17 მაისი და რატომ არ ვართ ევროპა...“

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში წერს: "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".

სხვა სიახლეები