რუსთაველის თეატრში, ხვალ, სუხიშვილების “რამიშვილები“ გაიმართება

  • 08 იანვარი 14:14
  • 510

შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში ხვალ სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ახალი პროექტით “რამიშვილები“ წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ამის შესახებ news.ge-ს ანსამბლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ხატია ეკიზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მაყურებლის მოთხოვნით “რამიშვილების“ დამატებითი კონცერტები 10, 15 და 16 იანვარს გაიმართება. ამ ეტაპზე 9 და 10 იანვრის ბილეთები სრულადაა გაყიდული.

პროექტი “რამიშვილები“ მოდერნ-ბალეტია და მას საერთო ფოლკლორთან არაფერი აქვს.

ანსამბლის დამფუძნებლის ნინო რამიშვილის ოცნება იყო ამ პროექტის განხორციელება და ვერ შეძლო. თუმცა ილიკომ გააცოცხლა მისი იდეა და შეასხა ხორცი. “რამიშვილები“ მოიცავს ცეკვებს რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ილიკოს მიერაა მოფიქრებული, ესენია - ლირიული, მეტრონომი, ტანგო, კლდე, დუეტი, მიზანი, ჯეირანი. ამ პროექტისთვის სპეციალურად შეიკერა სამოსიც.

ილიკო სუხიშვილი 6-7 თვე მუშაობდა ამ პროექტის განხორციელებაზე. აღსანიშნავია, რომ მოცეკვავეებისათვის ბალეტის ამ ნომრების შესრულება არ წარმოადგენდა სირთულეს.

კონცერტების საპრემიერო ჩვენებები დეკემბერში გაიმართა, თუმცა მაყურებელის დიდი თხოვნით იანვარშიც დაემატა რამდენიმე კონცერტი.

სხვა სიახლეები