რუსთაველის თეატრში 22 დეკემბერს მოდერნ-ბალეტის “რამიშვილების“ პრემიერა გაიმართება

  • 20 დეკემბერი 2013, 15:03
  • 656

შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში 22 დეკემბერს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი ახალი პროექტით “რამიშვილები“ წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. როგორც news.ge-ს ანსამბლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მეგი მიქაძემ განუცხადა, პროექტს საერთო ფოლკლორთან არაფერი აქვს და ის მოდერნ-ბალეტია.

“ანსამბლის დამფუძნებლის ნინო რამიშვილის ოცნება იყო ამ პროექტის განხორციელება და ვერ შეძლო. თუმცა ილიკომ გააცოცხლა მისი იდეა და შეასხა ხორცი“, - აღნიშნა მიქაძემ.

მისი თქმით, “რამიშვილები“ მოიცავს ცეკვებს რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ილიკოს მიერ მოფიქრებულია, ესენია - ლირიული, მეტრონომი, ტანგო, კლდე, დუეტი, მიზანი, ჯეირანი.

ამ პროექტისთვის სპეციალურად შეიკერა ტანსაცმელიც.

“ილიკო სუხიშვილი 6-7 თვე მუშაობდა ამ პროექტის განხორციელებაზე. აღსანიშნავია, რომ მოცეკვავეებისათვის ბალეტის ამ ნომრების შესრულება არ წარმოადგენდა სირთულეს“, - აცხადებს მიქაძე.

პროექტისადმი დიდი ინტერესებიდან გამომდინარე კონცერტი დაგეგმილი იყო 22, 23 და 24 დეკემბერს, თუმცა მაყურებელის დიდი თხოვნით იანვარშიც დაემატა რამდენიმე კონცერტი.

პროექტი “რამიშვილები“ კომპანია სილქნეტის დაფინანსდებით განხორციელდა.

სხვა სიახლეები