ორი ქალი და ერთი ქმარი

  • 10 მარტი 2012, 12:08
  • 2909

ორმა ამერიკელმა ქალმა facebook-ის მეშვეობით აღმოაჩინა, რომ მათი მეუღლე ერთი და იგივე კაცია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აღმოჩნდა, რომ ციხის ზედამხედვდლი Alan L O'Neill 2001 წელს დაქორწინდა თავის პირველ მეუღლეზე,  2009 წელს კი იგი წავიდა ქალაქიდან და დაქორწინდა სხვა ქალზე. ქალაქიდან წასვლის შემდეგ მან სახელი შეიცვალა და დაირქვა Alan L O'Neill - ი , ხოლო მისი პირველი სახელი, სახელმწიფო დოკუმენტების თანახმად, იყო Alan Fulk.  მან მეორე მეუღლე ისე შეირთო ცოლად, რომ პირველთან განქორწინებული არ იყო. მისმა პირველმა მეუღლემ Facebook- ზე თავის მეგობრებში აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი სხვა ქალის მეუღლე ყოფილა. მამაკაცის პირველი მეუღლე გადავიდა მისი მეორე ცოლის სურათებზე და აღმოაჩინა, რომ მისი მეუღლე სხვა ქალთან ერთად იდგა საქორწინო ტორტთან. Alan L O'Neill-მა თავის პირველ მეუღლეს სთხოვა, ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, თუმცა პირველი ცოლი პოლიციაში მაინც მივიდა. შესაძლოა, ფაქტის დამალვის გამო, Alan L O'Neill  ერთი წლით ციხეში ჩასვან.

სხვა სიახლეები