ქართველი ებრაელი მოსკოვში კაზინოს არალეგალურად ამუშავებდა

  • 06 მარტი 2012, 18:14
  • 1100

რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მოსკოვში ისრაელის მოქალაქე, ქართველი ებრაელი 43 წლის სამსონ კაცობაშვილი დააკავეს. მას  ბრალად ედება არბატის რაიონში ნაქირავებ ბინაში არალეგალური კაზინოს გახსნა.

ებრაული პორტალი IzRus -ის ცნობით, კაზინოში მოხვედრა მხოლოდ ვიწრო წრეს შეეძლო, რომლებიც ბინაში შესასვლელად სპეციალური პაროლით სარგებლობდნენ. რუსმა სამართალდამცავებმა სპეცოპარაციის შედეგად კაცობაშვილი დააკავეს, კაზინო კი, დახურეს. პოლიციელებმა ბინის ჩხრეკის დროს ფინანსური დოკუმენტაცია აღმოაჩინეს, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ არალეგალური დაწესებულება გასული წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებდა, ხოლო მოგებამ 6 მილიონი რუბლი ($200.000) შეადგინა.

სხვა სიახლეები