საყვარელიძე: შსს-მ უარესი სიცრუე გაავრცელა

  • 14 ოქტომბერი 2013, 19:15
  • 2003

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, ავთანდილ მახარამოვის ცემის ფაქტს ეხმიანება და ფეისბუქის გვერდზე მის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დიპლომს აქვეყნებს.

„იმის ნაცვლად რომ შსს დაკავებულიყო ამნისტირებული ნარკორეალიზატორის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გალახული ყოფილი პოლიციელის საქმის გამოძიებით, თავის პრესს სამსახურის გოგონათი უარესი სიცრუე გაავრცელა, და დაზარალებულის მინიმუმ დაკითხვის ან თავამსხმელის დაკავების ნაცვლად, ტყუილების თქმით დაკავდა, თითქოს ავთანდილ მახარამოვი თურმე გამოგდებული ყოფილა პოლიციის აკადემიიდან და არ უმუშავია არასოდეს შსს-ში. დასტურად წარმოგიდგენთ ავთოს დიპლომს. რაც შეეხება მის პირად საქმეს, როგორც ყოფილი ძალოვანის, ის დღესაც ინახება შსს-ს საკადრო დეპარტამენტში... იმედია არ დაწვავენ...."- წერს საყვარელიძე.

შეგახსენებთ, ფიზიკური დაპირისპირება 12 ოქტომბერს ქვემო ფონიჭალაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი ავთანდილ მახარამოვი. იგი ყოფილი სამართალდამცველია. დაზარალებულის განცხადებით, მას სამი პირი დაესხა თავს მაშინ, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. 

სხვა სიახლეები