დედოფლისწყაროში 10 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

  • 24 სექტემბერი 2013, 19:42
  • 1233

დედოფლისწყაროში 10 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ, ქიზიყი.ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაშავებული ამ დროისთვის, გოგონა კატასტროფის მედიცინის ცენტრს თბილისში გადაჰყავს.

გოგონამ მენჯის ძვლის მოტეხილობა მიიღო. თვითმხილველების განმარტებით, მოზარდი გზაზე გადარბენას ცდილობდა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული ადგილობრივ სტაციონარში მოათავსა. 

შემთხვევა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში, მეგობრობის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, იმ დროს, როდესაც 10 წლის გოგონა გზაზე გადარბენას ცდილობდა.

 

სხვა სიახლეები