რუსული Voice-ის ჟიური კიდევ ორმა ქართველმა კონკურსანტმა მოხიბლა

  • 23 სექტემბერი 2013, 17:38
  • 3885

რუსული"Voice"-ის შესარჩევ ტურზე,ორი ქართველი კონკურსანტი - გელა გურალია და ეთერ ბერიაშვილი წარსდგა. 

ეთერ ბერიაშვილმა  ფრანგული კომპოზიცია "Tico, Tico" შეასრულა და ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა. ქართველმა მომღერალმა საბოლოო არჩევანი ლეონიდ აგუტინზე შეაჩერა.

რაც შეეხება 32 წლის გელა გურალიას, მის შესრულებას მომღერალმა დიმა ბილანმა კოსმიური უწოდა. ქართველ კონკურსანტს მხოლოდ დიმა ბილანი მოუბრუნდა და ის შესაბამისად მის გუნდში მოხვდა.

შეგახსენებთ, Voice-ის მეორე სეზონის შესარჩევ ტურზე, ჟიურის წინაშე, გასულ კვირას კიდევ ერთი ქართველი კონკურსანტი, ნოდარ რევია წარსდგა, რომელმაც Prince-ის ჰიტი Kiss შეასრულა და ჟიურის ოთხივე წევრზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სხვა სიახლეები