ზონა news: მოგვაწოდეს "ქართული ოცნების" გასაიდუმლოებული სტრატეგია

  • 20 სექტემბერი 2013, 12:58
  • 3883

zonanews.ge აცხადებს, რომ მათ მიაწოდეს სკანდალური  დოკუმეტები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარემართა “ქართული ოცნებას” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია. როგორც ”ზონა news-ი” წერს, დოკუმენტი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება და დღეს “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული გეგმის მხოლოდ მეორე ნაწილს აქვეყნებენ, გეგმის დანარჩენი ნაწილი კი ორშაბათიდან გაასაჯაროებენ.

“ზონა news-ი“ აცხადებს, რომ დოკუმენტის მეორე ნაწილს უცვლელად აქვეყნებენ.

"ნაწილი 2 - საინფორმაციო ომი

01.თანამდებობის პირთა მასიური გაქცევა

თუ კი ხელისუფლების გუნდიდან (დაწყებული პარტიით დამთავრებული აღმასრულებელი ხელისუფლებით) წამოვლენ, დატოვებენ ან გაიქცევიან ადამიანები (წევრები თანამდებობის პირები)მაშინ ეს იქნება ხელისუფლების ლპობისა და დაშლის დასაწყისი. წარმოვიდგინოთ როგორი შედეგი ექნება ხელისუფლებიდან გაქცეული ადამიანების განცხადებას, რომ მათ აიძულებდნენ ეკეთებინათ არაკანონიერი საქმე ხელისუფლების სასარგებლოდ

02.დეზინფორმაციის სამსახური

დღეს კარგად ვიცით თუ როგორი ბინძური მეთოდებით ხდება სახელმწიფოს მართვა. სახელმწიფო რესურსის უკანონოდ გამოყენება კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის მიერ პირადი ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომ საჭირო და აუცილებელია ჩვენი მხრიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც მოგვცემს საშუალებას ვიმუშაოთ ეფექტურად და თავიდან იქნას აცილებული ის დარტყმები, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს წლების განმავლობაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

03. ინტერნეტ საიტი www.amxile.ge

ინტერნეტ სივრცეში საიტის შექმნას ექნება ძალიან სერიოზული შედეგი. ა) ადამიანებს დღეს გააჩნიათ შიში, რომ სადმე, რომელიმე ორგანიზაციაში, პარტიაში თუ ტელევიზიაში რომ მივიდნენ და მიიტანონ ის დანაშაულებრივი ფაქტები, რომლებიც ამხელენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ მიმართ მოხდება ანგარიშსწორება ყველა ფორმით. ამიტომ ინტერნეტ სივრცე არის ძალიან კარგი საშუალება ანონიმურობის დაცვის მიზნით, ადამიანები სახლიდან გაუსვლელად მოახერხებენ მასალის მიწოდებას, რომელიც განთავსდება საიტზე (www.amxile.ge ბ) საიტის დადებითი მხარეა ის, რომ იქ მოხვედრილი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის და თუკი განთავსდება რომელიმე ადამიანზე დანაშაულებრივი ფაქტები, რომელსაც არ აშუქებს ხელისუფლება და უმალავს საზოგადოებას, მაშინ უკვე სერიოზული საფიქრალი გაუჩნდება იმ ადამიანს, რომ მისი დანაშაული არ დაიმალება და დღეს თუ არა ხვალ მაინც იქნება დასჯილი. ამ ფორმითშევძლებთ მინიმუმამდე დავიყვანოთ დანაშაულის ჩამნდენთა რიცხვი. საიტზე უნდა განთავსდეს დამნაშავის ფოტო, მისი ოჯახის წევრების ფოტოები და პირადი მონაცემები+ავტობიოგრაფიები. ეს გამოიწვევს დიდ დისკომფორტს და თითოეული ადამიანი შეეცდება, რომ იყოს კანონმორჩილი(სახალხოდ მაინც). ამით ჩვენ შევძლებთ საზოგადოდ მაინც შემცირდეს ძალადობა, რომელიც საზოგადოებაში აჩენს შიშს.

04.საიტი - www.გადაამოწმე და დარწმუნდი

უნდა შევქმნათ საიტი სადაც შესაძლებელია განვათავსოთ ჩვენი მხარდამჭერების მონაცემები, ფოტოები, სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების ადგილი, წელი, თვე, რიცხვი და სხვა ინფორმაცია. ამ ნაბიჯით ჩვენ შევძლებთ მოვახდინოთ მათი ლუსტრაცია ვინც უარყოფითი იმიჯის მატარებელია ან ხელისუფლების მხრიდან არის შემოგზავნილი. აგრეთვე საშუალებას მოგვცემს დროულად გავარკვიოთ უარყოფითი პირების არსებობა, რომ ხელისუფლებამ არ გამოიყენოს შავი პიარისთვის. გაწევრიანებამდე პიროვნებამ, რომელიც მოწადინებულია ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე პროცესში აუცილებლად უნდა მოიტანოს ყველა ის საჭირო საბუთი, რომელიც განსაზღვრული იქნება ჩვენი პარტიის მიერ, შემდეგ ამ მონაცემებს განვათავსებთ საიტზე და 10 დღიანი მონიტორინგი-გადამოწმების შემდეგ მოხდება მის მიმართ საბუთების გაცემა ან უარის თქმა.

P.S აუცილებელია, რომ ჩვენი მხარდამჭერების მხრიდან იყოს სავალდებულო მისაღებ წევრებზე საკუთარი აზრის გამოთქმა და რა თქმა უნდა თუკი მისაღებ წევრს იცნობს მისი დახასიათება დეტალურად. საიტზე უნდა გაკეთდეს ისეთი გვერდი, სადაც იმ მოქალაქეებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ პირდაპირ მოგვაწოდონ თავიანთო მოსაზრებანი, შეეძლოთ ინტერნეტის მეშვეობით გამოგვიგზავნონ იდეები, რომლებსაც შემდგომ ჩვენი სამუშაო ჯგუფი განიხილავს და დაამუშავებს.

05. ტელევიზიის, პრესისი, ინტერნეტის,Wi-Fi-ის Facebook-ით უზრუნველყოფა

მაგალითად: უნდა შევძლოთ მოსახლეობის ტელევიზიით, პრესით და ინტერნეტითუზრუნველყოფა, რომ საქართველოს ყველა სოფელში ჰქონდეთ თავისუფლად მოხმარების საშუალება ტელევიზიის, პრესის და ინტერნეტის. - ფეისბუკის გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით. მაგალითად, თუკი შევქმნით ჯგუფს, რომელიც ფეისფუქის საშუალებით ხმას –განცხადებას და სხვა მასალას მიაწვდის დასავლურ სამყაროს თუ რა უკანონობა ხდება საქართველოში. ეს იქნება ძალიან საინტერესო და შედეგის მომტანი. მაგალითად, ფეისბუკზე მომუშავე ჯგუფს უნდა ჰქონდეს მოძიებული ისეთი მისამართები და ადამიანები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროპის სტრუქტურებთან, ადამიანის უფლებისდამცველ ორგანიზაციებთან, და რაც ყველაზე საინტერესო და აუცილებელია ჟურნალისტებთან. მაგალითად, Wi-Fi-ს დაყენება ვაკეში, ქართუ ბანკში, რომ მის სიახლოვეს შესაძლებელი იყოს ინტერნეტის გამოყენება. ამით ხელს შევუწყობთ ხელს ინფორმაციის შემოსვლას დღევანდელი ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე. ამ შემთხვევაში ანონიმურობა გარანტირებული აქვს ინფორმაციის მომწოდებელს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს თავისუფლად და უშიშრად იმოქმედოს. P.S. დამერწმუნეთ ამგვარი სახით ჩვენს მიერ მიწოდებული ფაქტების შემდეგ დასავლეთი იძულებული იქნება დააჩქაროს ამხელისუფლების მოშორება, მთავარია ტექსტებისა და ფაქტების შერჩევა.

06.კურიერის ჯგუფები(ახალგაზრდები)

კურიერის ჯგუფები უნდა დავაკომპლექტოთ ახალგაზრდებისგან და მათი საშუალებით უნდა მოვახდინოთ ბუკლეტებისა თუ სხვა საშუალებების გავრცელება

07. მობილურის, სახლის ტელეფონის და ინტერნეტის გამოყენება

ტელეკომუნიკაციის გამოყენება ერთ-ერთის წრაფი საშუალებაა ინფორმაციის  გავრცელების საქმეში. მაგალითად, როდესაც დღეს ძალიან რთულია ნამდვილი  ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის ამიტომ ასეთი მეთოდებით მუშაობა იქნება შედეგის მომტანი;

01. სმს-თი მესიჯების დაგზავნი, მაგალითად, დაიგეგმა საპროტესტო აქცია, ჩვენ სმს-ით ვგზავნით შეტყობინებას თუ სად და რომელ საათზე ეწყობა აქცია მაგალითად, შეგვიძლია სმს-თი დავაგზავნოთ რეალური გამოკითხვების შედეგები, რომ მატყუარა ტელევიზიებით თუ სხვა საშუალებებით არ მოხდეს მოსახლეობის მოტყუება შეცდომაში შეყვანა.

02. სახლის ტელეფონით გამოკითხვები. მაგალითად, სახლის ტელეფონზე დარეკვა და რესპოდენტის აზრის გამოკითხვა, აგრეთვე მათ უნდა ვთხოვოთ, დააფიქსირონ თავიანთი აზრი რა პრობლემები აწუხებთ, თუკი ექნებათ სურვილი, ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრება წერილობით და მოგვაწოდონ შესაბამის მისამართზე ან ჩვენი კურიერი ადგილზე მიაკითხავს და ხელმოწერით დამოწმებულს ჩაიბარებს. ამ ნაბიჯით ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას საშუალებას იყვნენ აქტიურები თავიანთი ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების საქმეში.

03. ინტერნეტით(skype, E-mail, Facebook) და სხვა სოციალური ქსელით ინფორმაციიც, ფოტო, ვიდეო მასალის გავრცელება და სხვ მრავალი. მაგალითად, დღევანდელი ხელისუფლება მუდამ უმალავს საზოგადოებას, ეს იქნება საქართველო თუ საერთაშორისო საზოგადოება სინამდვილეს და ყოველთვის ცდილობს მოიტყუოს. გალამაზებული სურათი შექმნას ყველა იმ უბედურებაზე, უკანონობაზე, ელიტურ კორუფციაზე, რომელიც მათ შექმნეს კრიმინალური ჯგუფების სახით. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ რეალური მასალები მივაწოდოთ მსოფლიოს ყველა კუთხეში, გავაგებინოთ მთელს მსოფლიოს საქართველოში მიმდინარე პროცესები, რომ მათ ჰქონდეთ რეალურისურათი და წარმოდგენა საქართველოს ხელისუფლებაზე. მაგალითად, უნდა შევადგინოთ ბაზა მსოფლიოში არსებული საინფორმაციო საშუალებების, ჟურნალისტების, ტელე-რადო მაუწყებლების, ჟურნალ-გაზეთების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის მისამართები, რომ  მოხდეს მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში მიმდინარე პროცესების  შესახებ",-ნათქვამია  “ზონა news-ის" მიერ გმოქვეყნებულ მასალაში. 

სხვა სიახლეები