სადემარკაციო სამუშაოები დიცთან აღარ მიმდინარეობს

  • 20 სექტემბერი 2013, 12:26
  • 526

სოფელ დიცთან საოკუპაციო საზღვართან სადემარკაციო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. ამის შესახებ news.ge-ს დიცში მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა განუცხადა.

როგორც ბერუაშვილი ამბობს,  რუსი მესაზღვრეები მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, რაც უკვე ჩარჭობილი ბოძები, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული დელეგაციის ბრძანებით, ამოიღეს.

სადემარკაციო სამუშაოები რუსმა მესაზღვრეებმა, სამთვიანი პაუზის შემდეგ, 17 სექტემბერს გააგრძელეს. სამუშაოები მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა.

სხვა სიახლეები