"საქართველოს ბანკის" მობილბანკი უკვე BlackBerry–ის მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია

  • 18 სექტემბერი 2013, 14:38
  • 1168

"საქართველოს ბანკი" მობილური საბანკო მომსახურებისას აფართოვებს და BlackBerry–ისთვის მობილბანკის ახალი თაობის აპლიკაციის უშვებს. მობილბანკის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს საბანკო მომსახურება იქ, სადაც ჭირდება და განახორციელოს ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია, რასაც ინტერნეტბანკის საშუალებით ასრულებს.

მობილბანკით მომხმარებელს შეუძლია: მართოს საკუთარი ანგარიშები, ბარათები, ანაბრები და სესხები; აწარმოოს გადარიცხვები საქართველოს ბანკის ნებისმიერ ანგარიშზე; გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, მათ შორის შეავსოს მობილური ტელეფონის ბალანსი; მიიღოს ამონაწერი საკუთარი ანგარიშებიდან; იპოვოს საქართველოს ბანკის უახლოესი ბანკომატი ან სერვისცენტრი; დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო ცენტრს; საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს საკუთარი პლასტიკური ბარათი; შეცვალოს პაროლი და/ან მომხმარებლის სახელი; ნახოს American Express–ის ბონუსპროგრამის ფარგლებში დაგროვილი MR ქულების მოცულობა; გააგზავნოს გზავნილი „ელვა“; შეამოწმოს ვალუტის კურსი და ისარგებლოს ვალუტის კალკულატორით; ისარგებლოს შაბლონებით ყველაზე ხშირად მოხმარებად საბანკო ოპერაციებზე და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობა უფასოა.

მობილბანკის ახალი აპლიკაციით სარგებლობა ძალიან მარტივია. ავტორიზაციისთვის მომხმარებელი იყენებს იგივე პაროლსა და სახელს, რასაც ინტერნეტბანკში. BlackBerry–ისთვის მობილბანკის გადმოსაწერად, მომხმარებელი მისი სმარტფონიდან უნდა ეწვიოს ვებგვერდს - m.bog.ge ან მიმართოს Bank@Georgia კონსულტანტს საქართველოს ბანკის შემდეგ სერვისცენტრებში თბილისში: სანაპიროს ქ. N2 (იუსტიციის სახლი), ვაჟა–ფშაველას გამზ. N41, ჭავჭავაძის გამზ. N7, ვეკუას ქ. N1, პუშკინის ქ. N3, კოსტავას ქ. N70. საქართვლოს ბანკს მობილური საბანკო მომსახურების აპლიკაცია უკვე გამოშვებული აქვს როგორც iPhone–ისთვის, ისე Android™–ის სმარტფონებისა და ტაბლეტებისათვის. უახლოეს მომავალში, მობილბანკი ხელმისაწვდომი გახდება BlackBerry–ს უახლესი მოდელებისთვისაც: Z10, Q10 და Q5.

საქართველოს ბანკის მობილბანკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.mbank.ge

სხვა სიახლეები