„ქართველი ემიგრანტებისათვის“ რუსეთი ოკუპანტი არ არის

  • 17 სექტემბერი 2013, 13:16
  • 4222

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტები“ ევროკავშირს ოფიციალური წერილით რუსეთის მიმართ ტერმინ ოკუპანტის ხმარებიდან ამოღების თხოვნით მიმართავენ.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ დაიწყოს რუსეთთან პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობების აღდგენა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა "ქართველი ემიგრანტების" 25 სექტემბერს დაგეგმილი პრესკონფერენციის მთავარი თემა იქნება. პრესკონფერენცია მოსკოვში გაიმართება.

"ამ პრესკონფერენციაზე ქართველი ემიგრანტები ამერიკას და მის პოლიტიკას საქართველოში, ეტყვიან - ხელები შორს საქართველოსგან. ქართველი ემიგრანტები პრესკონფერენციაზე მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ტრიბუნალზე გადაცემას. ქართველი ემიგრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაა. ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტები“ გამართავენ ფართომაშტაბიან აქციებს ქალაქ მოსკოვში", - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი.

სხვა სიახლეები