"რუსთავში საჭიროა 10 ახალი საბავშვო ბაღის აშენება"

  • 03 სექტემბერი 2013, 12:24
  • 874

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის კახა გურგენიძისა და რუსთავის ბაღების გაერთიანების თავმჯდომარის ია ქელბაქიანის განცხადებით, ბაგა ბაღებში გაზრდილი კონტინგენტის გამო დამატებით 32 ჯგუფი შეიქმნა.

გურგენიძემ და ქელბაქიანმა ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააკეთეს.

გურგენიძის თქმით, კანონმდებლობაში საბავშვო ბაღების ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა პრობლემებს საქართველოში არსებულ ყველა თვითმმართველობას შეუქმნის, მაგრამ მიუხედავად ამისა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ისინი ამ პრობლემების გადაწყვეტას გეგმავენ.

ია ქელბაქინის განცხადებით, იგეგმება ვაუჩერული სისტემის შემოღებაც. მისი ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში 1462 ვაკანტური ადგილია, ჩარიცხვის მსურველი კი 3250, ამიტომ საჭიროა 10 ახალი ბაღის აშენება, რათა დაკმაყოფილდეს სრული კონტინგენტი.

"აღსაზრდელთა მკვეთრად შეცვლილმა მდგომარეობამ განაპირობა ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის რეგისტრაციის წესის ცვლა. აღსაზრდელთა რეგისტრაცია www.rustavikids.ge-ზე მოხდება. რეგისტრაცია 5 სექტემბერს დილის 10 საათზე დაიწყება", - აცხადებს ქელბაქიანი.

სხვა სიახლეები