პეტრას ციხე გასხვისებულია

  • 02 მარტი 2012, 12:58
  • 1824

პეტრას ციხე ოფიციალურად გასხვისებულია,  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განკარგულება გასული წლის 21 დეკემბერს გამოსცა. 3200 კვადარტული მიწის ნაკვეთი, 49-წლიანი იჯარის ვადით, Georgian Invenst International Company-ს სომბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა. ცნობილია, რომ მოიჯარე უკრაინის მოქალაქეა, თუმცა მისი ვინაობა ჯერ-ჯერობით არ სახელდება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, მოლაპარაკებები მხოლოდ ციხის ტერიტორიის მართვის უფლებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ხოლო უშუალოდ ციხე არ იყიდება.

 21 დეკემბრის განკარგულების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია, აღადგინოს ციხის დაზიანებული კედლები, მასთან მიმსასვლელი ბილიკები, კეთილმოაწყოს და უზრუნველყოს თანამედროვე განათების სისტემებით ციხის მიმდებარე ტერიტორია. განკარგულებაში გათვალისწინებულია ასევე მუზეუმის აშენებაც.

 პეტრას ციხის აწ უკვე ყოფილი დირექტორის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ციხის გასხვისება სრულიად დაუშვებელი იყო, რამდენადაც ციხის ტერიტორიაზე გაზაფხულზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება იგეგმებოდა. პეტრას ციხეზე მდებარე ერთნაივიანი და სამნავიანი ბაზილიკა, ასევე მე-6 საუკუნის აბანოების შესწავლა და რესტავრაცია ჯერ კიდევ არ არის დასარულებული. ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები 1987 წლიდან მიმდინარეობს.

პეტრას ციხე ქობულეთის რაიონში, სოფელ ციხისძირში მდეობარეობს და 1989 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი. როგორც ცნობილია, პეტრას ციხე მე-6 საუკუნში ბიზანტიის იმპერატორის ინიციატივით აშენდა, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალები გაცილებით ადრეულ პერიოდს განეკუთვნება. 

სხვა სიახლეები