რებრენდინგი იმერეთის საპატრულო პოლიციაში

  • 23 აგვისტო 2013, 10:28
  • 258

იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს რებრენდინგი განხორციელდება. ამის შესახებ news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში ოფიციალურ ღონისძიებას, მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 ცნობილია, რომ იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდება და „შკოდა“-ს მარკის 25 ახალი ავტომანქანით შეივსება. რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცემათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის ახალ შენობას გახსნის ზესტაფონში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციის ახალი, სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი.

პოლიციის ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: შსს- ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ზესტაფონის რაიონული სამმართველო , დაცვის პოლიციის სამმართველო და შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო განთავსდება. აღნიშნული სამსახურები აქამდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული.

სხვა სიახლეები