აქცია ექსპერტიზის ბიუროსთან - ქალიშვილობის ინსტიტუტი არაკონსტიტუციურია

  • 30 ივლისი 2013, 20:27
  • 2508

"ფენიმინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" ორგანიზებით ექსპერტიზის ბიურო წინ გაიმართა აქცია დევიზით - ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს!"

აქციაზე მისული 50-მდე ადამიანის პროტესტის მიზეზი ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ქალიშვილობის დამადასტურებელი საბუთების გაცემა გახდა.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ქორწინებამდე ქალის ექსპერტიზაზე წაყვანა იმ მიზნით, რომ მამაკაცმა გაარკვიოს მისი მომავალი მეუღლე არის თუა რა რეალური ქალიშვილი, ქალის ჩაგვრის და ძალადობის ნიშნებს ატარებს და ადამიანის უფლებების შელახვაა.

"ფენიმინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" განცხადებით, საქართველოში მსავსი სერვისების გააქტიურება საზოგადოებაში დამკვიდრებული მავნე ტრადიციის - „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ შედეგია. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ მოქმედება საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

მათი თქმით, კონსტიტუციით ქალი და მამაკაცი თანაბარია, თუმცა ვინაიდან „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ ქალს სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული არჩევანის თავისუფლებას უკარგავს, იგი არაკონსტიტუციურია და უნდა „დაიხუროს.“

ამასთან, "ფენიმინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" წევრები სიცრუეს უწოდებენ ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დღევანდელ განცხადებას, რომელშიც კერძო შეკვეთებზე ქალიშვილობის დამდგენი ექსპერტიზის ჩატარების ფაქტები უარყოფილია.

სხვა სიახლეები