ახალი "შრომის კოდექსი" ძალაში შევიდა

  • 04 ივლისი 2013, 18:12
  • 2358

საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვილელები  ძალაში შევიდა.  იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, 8 თვიანი მუშაობა კოდექსში შესატან ცვილელებებზე დასრულდა. „საქართველოს მოსახლეობამ მიიღო შრომის ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ვერავინ ვეღარ დაითხოვს სამსახურიდან დასაქმებულს ყოველგვარი მოტივაციის, ახსნა-განმარტების გარეშე; ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე ვერავინ ვერავის ამუშავებს იმაზე მეტს, ვიდრე ამას ნორმირებული სამუშაო კვირა ითვალისწინებს. არის ახალი რეგულირებები ვადიან და უვადო შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავებთან დაკავშირებით“ − განმარტავს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 

ახალი შრომის კოდექსი  ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების კულტურის დამკვიდრებას საქართველოში და დაიცავს თითოეული დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტი შრომის კოდექსში ამოქმედდა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დღეს, 4 ივლისს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

სხვა სიახლეები