კადიროვი: ჩეჩნეთში რუსეთის დროშისათვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია

  • 31 მაისი 2013, 12:42
  • 713

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობისა და მეთაურის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია რამზან კადიროვის  წერილი ჩეჩნეთში ჩასული ჟურნალისტების ქმედებასთან დაკავშირებით.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაცხოვრებლები აღშფოთებულები არიან იმ კადრებით, რომელიც ნაჩვენები იყო ტელეარხზე РБК. მასზე დაფიქსირებულია ორი ქალი, რომლებიც თითქოსდა რუსეთის დროშას იყენებდნენ ფოთლებისა და მოჭრილი ბალახების გადასატანად," - წერია საიტზე.

"მე თავიდანვე არ მინდოდა ამ სიუჟეტზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ აქ ჟურნალისტი ანდრეი რეუტი ყვება, რომ დაინახა თითქოსდა ქალები ბალახს ჭრიდნენ და რუსეთის დროშაზე ყრიდნენ. რეუტის სიტყვებით, იმ დროს როცა ყველგან ირგვლივ გამოფენილი იყო ჩეჩნეთის დროშები, ქალები ნაგავს რუსეთი დროშით მიათრევდნენ. რეუტი ამტკიცებს, რომ "ეს შოკია"", - აღნიშნა კადიროვმა.

კადიროვმა ტყუილი უწოდა ჟურნალისტის მტკიცებას იმის შესახებ, თითქოსდა ირგვლივ ყველგან ჩეჩნეთის დროშები ეკიდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ :"ჩეჩნეთის ქუჩებში ათასობით რუსეთისა და ჩეჩნეთის  დროშა ერთად არის გამოფენილი და არსად არ არის ცალკე ჩეჩნეთის დროშა". მან აქვე შეახსენა ჟურნალისტს და საზოგადოებას ამცნო, რომ  "საღამოს ის ჩემთან ვახშმობდა".

რუსეთის გმირმა და ორმაგმა აკადემიკოსმა განუმარტა მასმედიის წარმომადგენელს, როგორ უნდა იქცეოდეს ჟურნალისტი ასეთ შემთხვევაში:

"მე განსაკუთრებით მომგვარა შოკი იმან, რომ რეუტი, რუსეთის მოქალაქე, არ მივიდა ქალებთან და არ აუხსნა მათ, როგორ უნდა მოებყრო დროშას, არ გამოართვა მათ დროშა თუკი ასეთი ფაქტის მოწმე გახდა. ან რეუტი არ თვლის თავს რუსეთის მოქალაქედ, ან მან და მისმა ოპერატორმა ეს ყველაფერი დადგეს. ეს წესიერი ადამიანის მახასიათებელი არ არის, ეს არ ალამაზებს ჟურნალისტს - იყო სტუმრად, მოიგონო იგავი და  წარმოაჩინო იმ მიზნით, რომ შეურცხყოფა მიაყენო არა ერთ ადამიანს, არა ასს, არამედ მთელ ერს, მთელ რესპუბლიკას და საერთოდ მთელ ქვეყანას, რომლის სიმბოლოზეც ვსაუბრობთ".

მან დაურეკა РБК ჟურნალისტს და პირდაპირ დაუსვა კითხვა - რატომ არ ჩაერია ის სიტუაციაში, ან რატომ არ ჩააყენა კადიროვი საქმის კურსში, როცა საღამოს ერთად ვახშმობდნენ.

ჩეჩნეთის მეთაური, რომელიც ომობდა ჩეჩნეთის პირველ ომში ფედერალების წინააღმდეგ აცხადებს, რომ "ჩეჩნეთში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, რათა დაეცვა რუსეთი ტერორისტებისგან. ესენი იყვნენ ჩეჩნეთის მაცხოვრებლები - რუსეთის მოქალაქეები. ისინი რუსეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ".

ინფორმაციას ridus.ru ავრცელებს.

ნინო ჩხეიძე

1153 სტატია

სხვა სიახლეები