საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი ძალაში შევიდა

  • 18 მაისი 2013, 12:15
  • 923

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ამ დილით, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს უფლებას აძლევს ოფიციალურად გააფორმონ ქორწინება, წერს "ფრანს პრესი".

საფრანგეთი გახდა მე-14 სახელმწიფო, რომელიც ჰომოსექსუალებს უფლებას აძლევს ოფიციალურად შექმნან ოჯახი.

სოციალისტი-პრეზიდენტისათვის კანონი "ქორწინება ყველასათვის" იყო ერთერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება.

მმართველობის პირველი წლის ბოლოს, როცა ოლანდის რეიტინგი რეკორდულად დაბალია, პრეზიდენტმა მაინც მიაღწია და მოხერხა პარლამენტში სკანდალური კანონპროექტის მიღება.

"ქორწინება ყველასათვის" გაყო საფრანგეთის საზოგადოება და ქუჩაში გამოიყვანა  - ერთსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგე ასობით ათასი ფრანგი.

სხვა სიახლეები