ზურაბიშვილი: ბათუმის უნივერსიტეტი პრეზიდენტის მიერ შეთხზული ამბავია

  • 13 მაისი 2013, 16:26
  • 345

განათლებისა მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტი პრემიერს ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 40 სართულიანი შენობა არ იყო განკუთვნილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის და ეს არის პრეზიდენტის მიერ შეთხზული ამბავი.

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტების რეგიონებში აშენება თავიდან იყო ბიძინა ივანიშვილის იდეა და მას ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან ამის შესახებ მოლაპარაკება, თუმცა ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. შემდეგ ამერიკელების ფულით უნდა გაკეთებული უნივერსიტეტი, მაგრამ  ისინი არ ეთანხმებოდნენ ბათუმში აშენებას, რადგან ზედმეტ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და უნდოდათ თბილისში აშენება“, - ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროსაც კი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული უნივერსიტეტი თბილისში უნდა აშენებულიყო.

სხვა სიახლეები