არჩილ კბილაშვილი პროკურატურის სისტემაში სტაჟირების გავლის მსურველებს შეხვდა

  • 22 აპრილი 2013, 20:30
  • 957

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის მსურველთა მიღება დაიწყო. საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი სტაჟიორებს პირადად შეხვდა და პროკურატურის მუშაკთა საქმიანობის მთავარ პრინციპებზე ესაუბრა.

პროკურატურის  სისტემაში სტაჟიორები კონკურსის წესით შეარჩიეს. განაცხადი www.hr.gov.ge-ს საშუალებით 1348  მოქალაქემ შეავსო.

სპეციალობასა და უნარ-ჩვევებში ჩატარებული ტესტირების შედეგად, 128 პრეტენდენტი შეირჩა, რომელთაგან სტაჟიორად დანიშვნის რეკომენდაცია მხოლოდ 53-ს გაეწია. პროკურატურაში სტაჟირების გასავლელად უკვე დაინიშნა 33 ადამიანი, ხოლო დანარჩენები ივლისში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაინიშნებიან.

სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში ანაზღაურებადია და 480 ლარს შეადგენს.

სხვა სიახლეები