რუსთაველის გამზირზე ინციდენტი მოხდა

  • 19 აპრილი 2013, 13:50
  • 13508

რუსთაველის გამზირზე მცირე ინციდენტი მოხდა, კინო რუსთაველსა და ქაშუეთს შორის არსებულ გალავანთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კრეატიული ჯგუფის წევრებს რომლებიც გალავანზე ევროკავშირის ნატოსა და საქართველოს დროშებს ხატავენ ერთ-ერთმა გამვლელმა სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა, საპასუხოდ კრეტიული ჯგუფის წევრმა მას ფუნჯი ესროლა.

ვითარება მალევე განიმუხტა, ჯგუფის წევრები ხატვას აგრძელებენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.   

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ავტომობილი დადის რომლებსაც ფანჯრებიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ გადმოფენილი. აქციისთვის მზადება გრძელდება.

სხვა სიახლეები