შსს-მ „ქურდული სამყარო"-ს 4 წევრი დააკავა

  • 13 აპრილი 2013, 11:03
  • 4212

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. „ქურდული სამყაროს"-ს წევრები, წარსულში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული მიხეილ ხ, 1984 წელს დაბადებული გიორგი კ, 1988 წელს დაბადებული გიორგი გ, და 1988 წელს დაბადებული გიორგი თ. დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ოთხივე ბრალდებული აღიარებს „ქურდული სამყაროს" წევრობას. ისინი მოქალაქეებისგან ე.წ. ქურდულ გარჩევებზე, დაშინებისა და მუქარის გზით, გარკვეულ თანხებს ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები