იურმალას ფესტივალზე საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენს

  • 06 აპრილი 2013, 15:27
  • 3721

იურმალას მუსიკალურ ფესტივალ "ახალი ტალღა 2013"-ზე საქართველოს  სალომე ქათამაძე წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კომპოზიტორის სიმღერით შეეცდება ქათამაძე ფესტივალზე გამარჯვების მოპოვებას.

კიევის შესარჩევ კონკურსამდე, რამდენიმე დღით ადრე თბილისში კომპოზიტორ იგორ კრუტოის მიერ დაარსებული კომპანია "არსის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ტელეკომპანია "იმედის" წარმომადგენლებთან ერთად 47 კონკურსანტიდან სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე აარჩიეს. კიევის შესარჩევ კონკურსზე კი, ფესტივალის ორგანიზატორებმა არჩევანი სალომე ქათამაძეზე შეაჩერეს.

ქართველი კონკურსანტი იურმალაში 23 ივლისს გაემგზავრება.

სხვა სიახლეები