ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ

  • 03 აპრილი 2013, 16:03
  • 932

ცნობილი მუსიკალური ოჯახური წყვილი ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი უკვე თბილისში არიან. მოსკოვი-თბილისის რეისით ვარუმი და აგუტინი რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდნენ, რომლებიც ხვალ, 21.00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. 

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას მუსიკოსებმა განაცხადეს, მათ ძალიან უყვართ ქართველები და საქართველო. 

"ძალიან გვიყვარს ქართველები და საქართველო. ვიცით, საქართველოშიც უყვართ ჩვენი შემოქმედება. ჩვენ ბევრ სიმღერას და დიდ სიყვარულს გავცემთ საპასუხოდ კონცერტზე", - განაცხადა ოჯახურმა დუეტმა.
ხვალინდელ კონცერტზე ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ.

სხვა სიახლეები