ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების დეკლარაციაზე მუშაობა გაგრძელდება

  • 01 აპრილი 2013, 12:26
  • 156

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მიერ წარმოადგენილი დეკლარაცია რუსეთის ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით არ ჩაანაცვლებს.

"ჟენევის მოლაპარაკებების 23-ე რაუნდში პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი განცხადება განიხილეს, რომლის გარშემოც დისკუსია 21-ე რაუნდის დროს დაიწყო. ჩვენ განვაცხადეთ მკაცრი პოზიცია, რომ ეს დეკლარაცია ძალის გამოუყენებლობის შესახებ, არ ჩაანაცვლებს რუსეთის მხრიდან ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოწოდება რუსეთის მხარის მიმართ იმას ითვალისწინებს, რომ მანაც გააკეთოს ცალმხრივი შეთანხმება", - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ განცხადების ტექსტზე მუშაობა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში გაგრძელდება.

ზალკალიანმა თანათავმჯდომარეების აფხაზეთში მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პოზიციაც გაუსვა ხაზი.

"ცხინვალის რეგიონში, საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სამხედრო მოწყობილობების დამონტაჟების თვალსაზრისით, რამდენიმე სოფელში მავთულხლართებია გავლებული. თანათავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით დაბრკოლება შეექმნას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართება.

სხვა სიახლეები