ქიშმიში - როგორც საუკეთესო პროდუქტი

  • 22 მარტი 2013, 19:10
  • 2774

ქიშმიში ოდითგანვე ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად - მასში შედის ვიტამინებისა და მიკროელემენტების მთელი კომპლექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მის შემადგენლობაში  В ჯგუფის ვიტამინები: В2 და В3, ასევე  საკმაოდ ბევრია მასში რეტინოლი. გარდა ამისა ქიშმიშის შემადგენლობაში შედის რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და სპილენძი. ქიშმიში შეიცავს ხილის მჟავებს, დექსტროზს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

ქიშმიში გამოიყენება, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება ნერვული სისტემისთვის, ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების დროს. ის აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ღრძილების დაავადებების დროს. ქიშმიშს ნიშნავენ სამკურნალო დიეტების დროს, ის მარგებელია ბავშვებისათვის.

დაახლოებით 50 გრამია საჭირო დღეში,  ემოციონალური ტონუსის ასამაღლებლად. ვიტამინებისა და მინერალების შემცველობით თუ ვიმსჯელებთ, ის შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც „ბუნებრივი“ პოლივიტამინი. ის რა თქმა უნდა მაღალკალორიული პროდუქტია, მაგრამ  მალე განაყრებს და მისი დიდი დოზით მიღება შეუძლებელია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქიშმიში არაჩვეულებრივად ებრძვის ცხიმების დაგროვებას. ამასთან, მუქი ფერის  ქიშმიში უფრო ეფექტურია, ვიდრე ღია ფერის.

შემდეგ news.ge შემოგთავაზებთ თუ რამდენად ეფექტურია ქიშმიში გასახდომი დიეტების დროს.

ნინო ჩხეიძე

1379 სტატია

სხვა სიახლეები