მინისტრების ხელფასები 6300 ლარამდე მცირდება

  • 13 მარტი 2013, 11:02
  • 979

საქართველოს მთავრობის წევრთა ხელფასი 12%-ით  მცირდება და თვეში 6300 ლარი იქნება, პრემია კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ  გაიცემა. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა მიიღო.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრების ხელფასებისთვის გასულ წლებთან შედარებით ბიუჯეტიდან  გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

„მთავრობა  უარს ამბობს  ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ  პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები  ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს“, - აცხადებს პრემიერის ადმინისტრაცია.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმა მიმდინარე წლის თებერვალში მთავრობის წევრებსა და კანცელარიის უფროსს 4335-ლარიანი პრემიები გადასცა.

სხვა სიახლეები