მაიზერ ლიპარტელიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

  • 28 თებერვალი 2013, 15:13
  • 1985

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავაშირებით, პატრულის ყოფილ თანამშრომელს მაიზერ ლიპარტელიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ხოლო მეორე პატრულის თანამშრომელს ლევან ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 ათასი ლარი, რომელიც ლობჟანიძემ 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

სასამართლო პროცეზე ბრალდების მხარემ მაიზერ ლიპარტელიანზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა ხოლო ლევან ლობჟანიძეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 15 ათას ლარს.

დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და ლევან ლობჟანიძისთვის 2 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა.

მაიზერ ლიპარტელიანის წინა სასამართლო პროცესი 15 აპრილს 11 საათზე ჩაინიშნა.

ადვოკატები კომენტარს არ აკეთებენ თუმცა პირად საუბარში აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მთავარმა პროკურატურამ ლიპარტელიანი და ლობჟანიძე 25 თებერვალს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავა.

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის თქმით, მაიზერ ლიპარტელიანი 4-ჯერ იყო დაკითხული და იგი აცხადებდა, რომ მას იარაღი შემთხვევის ადგილზე არ უნახავს, ხოლო როდესაც ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრების, შემდეგ დაიკითხა, მან ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ იარაღი ნახა. ხოლო რაც შეეხება ლობჟანიძეს, პროკურატურის განცხადებით ლობჟანიძე  9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ჩვენებებს აძლევდა გამოძიებას.

ლიპარტელიანი აცხადებს, რომ კადრები რომელიც  ირაკლი ფირცხალავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ნამდვილია და იმ რეალობას ასახავს რაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს მოხდა.

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე კი იხსენებდა, რომ მისი შვილის მკვლელობის შემდეგ მაიზერ ლიპარტელიანი მასთან სახლში მივიდა და ორი შვილი დაიფიცა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ ყოფილა და ბუტა რობაქიძე უმიზეზოდ იყო მოკლული.

აქვე, პროკურატურამ 27 თებერვალს ბუტა რობაქიძის მკვლელობის დეტალები გაახმაურა, სადაც აღნიშნული იყო რომ საპატრულო პოლიციის ყოფილი ოცმეთაური მაიზერ ლიპარტელიანი, რომლიც იყო ბუტა რობაქიძის მკველობის ღამეს წერეთლის გამზირზე გასული საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების, მათ შორის მსჯავრდებულ გ. ბაშალეიშვილის უშუალო ხელმძღვანელი და რომელიც მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ფლობდა ინფორმაციას ბ. რობაქიძის მკვლელობის გარმოებებთან დაკავშირებით, ამ საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არც ერთ სტადიაზე მანამდე დაკითხული არ ყოფილა.

სხვა სიახლეები