შსს-მ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობა გახსნა

  • 19 თებერვალი 2013, 17:55
  • 872

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდში, გუშინ, მომხდარი მკვლელობა გახსნეს. შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 18 თებერვალს, სტუმრად მისული პაპუნა ფაცურია ირაკლი ც-მ საკუთარ სახლში,   ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ,  ირაკლი ც-მ გვამი ბინიდან გაიტანა, საცხოვრებელი კორპუსის ახლოს, მიტოვებულ ავტოფარეხში დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ც-ს ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს იძიებს საქართველოს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით.

შეგახსენებთ, რომ  18 თებერვალს ზუგდიდში, „ინგურქაღალდკომბინატი"-ს დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ახლოს, მიტოვებულ ავტოფარეხში პაპუნა ფაცურიას გვამი აღმოაჩინეს.

სხვა სიახლეები