თებერვლიდან გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება

  • 05 თებერვალი 2013, 11:17
  • 2781

თებერვლიდან ბუნებრივი აირის ტარიფი 10%-ით შემცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ამ კუთხით მუშაობას კიდევ გააგრძელებს და იმედი გამოთქვა, რომ ტარიფის დაწევა კიდევ მოხერხდება.

"ალბათ, შეამჩნიეთ, რომ საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება. ელექროენერგიის ფასი 21%-27%-ით შემცირდა, საწვავის 10%-ით. ასევე შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის 30-დან 70%-მდე შემცირების ტენდენცია. თუ ეს ესეა, იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესმენებმა ყურად იღეს, რომ მონოპოლიური ფასები არ უნდა იყოს და თვითონ დაიწყეს ფასის დაკლება",- განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაორმაგდა ჯანდაცვის ბიუჯეტი· თუ 2012 წელს ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი იყო 359 883.9 ლარი, 2013 წელსიგი გაიზარდა 76%–ით და 633, 746.0 ლარი შეადგინა. თუ 2012 წელს დაზღვევის პროგრამებზეგამოყოფილი იყო 166,174.0 ლარი, 2013 წელს იგი გაიზარდა 304 %–ით და 505, 760.0 ლარიშეადგინა;

"2013 წლის თებერვლიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფილი იქნებიან პირები,რომლებსაც არანაირი დაზღვევა არა აქვთ;· 2013 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტს",- აღნიშნა პრემიერმა.

სხვა სიახლეები